ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> "სარაჯიშვილი" ამერიკის საერთაშორისო ალკოჰოლური სასმელების შემფასებელი კომპანიის ოქროს მედლით დაჯილდოვდა
"სარაჯიშვილი" ამერიკის საერთაშორისო ალკოჰოლური სასმელების შემფასებელი კომპანიის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

"სარაჯიშვილი XO" და "სარაჯიშვილი VS" ავტორიტეტული ამერიკული კომპანია Tastings.com -ის უმაღლესი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ჩიკაგოში გამართულ დეგუსტაციაზე "XO" 100-ქულიანი შეფასების სისტემიდან - 92 ქულით, ხოლო "VS" 91 ქულით შეფასდა. გარდა ამისა, 87 ქულა დაიმსახურა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა„სარაჯიშვილი EXTRA".

კომპანიის ინფორმაციით, "სარაჯიშვილის" მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე დღემდე 250-ზე მეტი ჯილდო დაიმსახურა.

Tastings.com არის საერთაშორისო ალკოჰოლური სასმელების შემფასებელი კომპანია, რომელიც 1981 წლიდან ამერიკის ბაზარზე არსებულ ალკოჰოლურ სასმელებს 100-ქულიანი სისტემით აფასებს. მისი წევრები არიან ალკოჰოლურისასმელების ცნობილი ამერიკელი სპეციალისტები, ამერიკის ბაზარზე არსებული დიდი სადისტრიბუციო კომპანიებისა დარესტორნების წარმომადგენლები. Tastings.com-ის შეფასებები იბეჭდება ისეთ ავტორიტეტულ გამოცემებში, როგორებიცაა Wine Enthusiast, Restaurant Hospitality, The New Yorker, CNBC, Wine & Spirits Magazine Epicurious.

 

 

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი