ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> თეთრი ღვინის 9 სასარგებლო თვისება - ეს ყველამ უნდა იცოდეს
თეთრი ღვინის 9 სასარგებლო თვისება - ეს ყველამ უნდა იცოდეს

მედიკოსების დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ღვინო მცირე რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, უკეთ შეიწოვება, ვიდრე წითელი ღვინო, რადგან თეთრი ღვინის ანტიოქსიდანტები უფრო მცირე ზომისაა.

თეთრი ღვინის სასარგებლო თვისებებია:

- აძლიერებს მადას;

- ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას და კუჭის ნორმალური მჟავიანობის შენარჩუნებას;

- აფართოვებს სისხლძარღვებს;

- აძლიერებს ენდოკრინული ჯირკვლების სეკრეციას;

- ანადგურებს ბაცილებს კუჭ-ნაწლავში;

- იცავს გულის კუნთს;

- აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას;

- ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის აღდგენას;

- სასარგებლოა ანემიის დროს (მძიმე ფორმის დროს შეიძლება დღეში ორი ჭიქის მიღება ჭამის დროს, არა უმეტეს ერთი კვირისა).

თეთრი ღვინის ნაკლად უნდა ჩაითვალოს ის, რომ იგი აზიანებს კბილებს. ასეთი ღვინო, როგორც წესი, მომატებული რაოდენობით შეიცავს შაქარს და მჟავებს, რაც იწვევს ემალის დაშლას. თეთრი ღვინის დიდი რაოდენობით მიღება არღვევს ღვიძლს, თირკმელებს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ძირითად ფუნქციებს და იწვევს ფსიქიკურ დარღვევებს. ასეთი ღვინის მიღება არ შეიძლება დიაბეტის, ნიკრისის ქარის, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების შემთხვევებში.

 

allwines

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი