ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> როგორ მივირთვათ ღვინო "მილიარდერივით" - გზამკვლევი მსოფლიო დონის ექსპერტისგან
როგორ მივირთვათ ღვინო "მილიარდერივით" - გზამკვლევი მსოფლიო დონის ექსპერტისგან

თუ მილიარდერი არ ხართ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგიძლიათ, ალკოჰოლური სასმელი "მილიარდერივით" მიირთვათ... ღვინის ექსპერტი და მწერალი მარკ ოლდმენი თავის მესამე წიგნში, "როგორ დავლიოთ მილიარდერივით" ასეთ ტერმინს იყენებს -"billionaire drinker" ("მილიარდერი მსმელი"). როგორც მწერალი აღნიშნავს, ტერმინი არ გულისხმობს ადამიანს, რომელიც თავს უფლებას აძლევს ყველაზე ძვირადღირებული სასმელი დალიოს. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ აღმოაჩინო ყველაზე გემრიელი სასმელი საუკეთსო ფასად.

ოლდმენის მთავარი დევიზია - "არ არის აუცილებელი ფასი გემოს პროპორციული იყოს". იმისთვის, რომ მიაგნოთ საუკეთესო გემოს თქვენ მიერ განსაზღვრულ ფასად, მისი პირველი რჩევაა, ყიდვის პროცესში ღვინის მწარმოებელი თქვენთვის უცნობი რეგიონი შეარჩიოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაგიმართლოთ კიდეც და ნაპა ველის კაბერნესაც "გამოჰკრათ ხელი". მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია მწარმოებელი და არა რეგიონი. ოლდმენის ერთ-ერთი ფავორიტი Gruet-ია, რომლის ფასიც 13-20 დოლარს შეადგენს. ეს არის ცქრიალა ღვინო, რომელსაც ნიუ-მექსიკოში ფრანგული ოჯახი აწარმოებს. როგორც წიგნის ავტორი წერს, ამერიკული ცქრიალა ღვინო ყოველთვის უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე შამპანური. 

ექსპერტისმეორე რჩევაა, არჩევანი შეაჩეროთ ღვინოზე, რომლის სახელიც რთულად წარმოითქმის. თუ თქვენთვის არ არის რთული ისეთი დაბრკოლების გადალახვა, როგორიც სახელის სწორად წარმოთქმაა, მაშინ, სასურველია, ასეთი ტიპის სასმელი შეიძინოთ წვეულებისთვის. ვინაიდან ბევრი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია შეფუთვა და მწარმოებელი, მაღაზიები და რესტორნები, როგორც წესი, იშვიათად ყიდიან ისეთ ღვინოს, რომლის დასახელებაც რთულია, რადგან ასეთი ღვინოები ნაკლებად პოპულარულია.

მომდევნო რეკომენდაციით, არჩევანი ღვინის პიონერებზე უნდა გააკეთოთ, რადგან ისინი არ არიან ახალბედები, რომლებმაც ღვინის ბაზარზე დამკვიდრება სულ ახლახან დაიწყეს. ისეთი ძველი დიდებული სახელების შესახებ, როგორიცაა - Mondavi, Beringer და Chappallet, პრესაში არაფერი იწერება, რადგან ჟურნალისტები გამუდმებით ახალ ბერნდებსა და სახეობებს ეძებენ. თუმცა, ამ კომპანიებს არასდროს შეუწყვეტიათ კარგი ღვინის წარმოება. მათ შესახებ, შესაძლოა ბევრი არ იწერება, მაგრამ მათ დროს გაუძლეს.

ღვინის ინდუსტრია ცნობილია თავისი სიმკაცრით, მაღალი ფასებითა და საკვებთან შეხამების დამკვიდრებული წესებით. ოლდმეენი კი საკითხს სავსებით განსხვავებულად უდგება: "გაბედე და დაარღვიე წესები" - აი, მისი დევიზი.

""მილიარდერივით", რომ მიირთვათ სასმელი, უნდა იცოდეთ, რა წესები და პრინციპები დაიცვათ (ამ შემთვევაში მათი დაცვა სასარგებლოა) და რა დაარღვიოთ. წესების უმეტესობის დარღვევა უსაფრთხოა", - წერს ოლდმენი. 

მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი აზრი ღვინის დაძველების საკითხს უკავშირდება. ოლდმენი დირექტივას გვაძლევს, ღვინო ძალიან არ დავაძველოთ. 

"ჩვენ გვჯერა, რომ ღვინის დიდი ხნით ბოთლებში შენახვა მას უფრო გემრიელს ხდის. სინამდვილეში, კი მსოფლიოს ღვინის მარაგის მხოლოდ 2% შეიძლება რეალურად გაუუმჯობესდეს გემო დროსთან ერთად. შეხედულება, რომ ღვინო უფრო გემრიელია, თუკი ის ძველია, ნელ-ნელა ქრება", - წერს ექსპერტი.



გემოს გაუმჯობესების ნაცვლოდ, ბოთლის შიგნით არსებული ღვინო დროთა განმავლობაში ორთქლდება და შემდეგ გარკვეულ ნალექსაც კი ტოვებს. 

ოლდმენი კრიტიკულად აღიქვამს ასევე ღვინისა და საკვების ერთმანეთთან დაწყვილების საკითხს. მისი მოსაზრებით, სინამდვილეში ნებისმიერ ღვინოს ბევრად უფრო მრავალფეროვანი საკვები ეხამება, ვიდრე ამას ამბობენ. 

ალბათ ღვინის ბევრი მომხმარებლისგან გსმენიათ გაცვეთილი გამოთქმა: "ის, რაც ერთმანეთს უხდება, იზრდება კიდეც ერთად" - როგორც იტალიური საკვები იტალიურ ღვინოსთან.

"მიუხედავად იმისა, რომ "წესი" კარგი იარლიყია, მსოფლიოს ბევრ სხვადსხვა კუთხეში აღმოაჩენთ შესანიშნავ კერძებს, ისევე, როგორც შესანიშნავ ღვინოს. ამიტომ, ნაცვლად იმის, რომ იყოთ ნაციონალურები, უმჯობესია, ინტერნაციონალურები იყოთ", - ამბობს ოლდმენი. 

ექსპერტი საკუთარი ფილოსობიის საფუძველს ამხელს და აღნიშნავს, რომ საბოლოოდ ყველაფერი მაინც სუბიექტურ გემოვნებაზე დამოკიდებული. 

"ალკოჰოლური სასმელის დალევისას "მილიარდერი" პროცესში ინვესტიციად საკუთარ სიამოვნებას დებს, ხოლო სნობია ის - ვინც გვაფიქრებინებს, რომ ღვინის მკაცრ წესებზე ვართ დამოკიდებულნი, - წერს წიგნის ავტორი. - "მილიარდერი" რეალური შემფასებელია, რომელმაც იცის, რომ სულ ორი სიტყვის თქმაა საკარისი - "შესანიშნავია" ან "არ არის კარგი", ხოლო სნობი ბერვს ლაპარაკობს, ცდილობს დამკვიდრებული ცოდნა გამოიყენოს და ამით უზრუნველყოს მკაცრი წესების დაცვა". 


როგორც ოლდმენი წერს, ღვინის ნამდვილი მცოდნე რესტორანშიც განსხვავებულად იქცევა. მაგალითად, სნობი გაფუჭებული ბოთლის აღმოჩენის შემთხვევაში, მბრძანებლური ტონით მოსთხოვს მიმტანეს მის გამოცვლას. მაგრამ ღვინის ნამდვილი შემფასებელი თანაუგრძნობს მიმტანის ან სომელიეს მდგომარეობას.



თავად ოლდმენი, დაახლოებით, 1000 ბოთლისგან შემდგარ ღვინის კოლექციას ფლობს. მათგან ყველაზე ძვირადღირებული 1990 Romanée-Conti-ია, რომელიც დღეს 15 000 დოლარი ღირს. თუმცა, როგორც ოლდმენი ამბობს, 62 La Tâche-ზე კარგი ღვინო მას არასდროს უყიდია. 


allwine

ფილტრაცია

ხალხის აზრი