ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ღვინო სიმსივნისა და ინფექციების წინააღმდეგ - რატომ უნდა სვათ დღეში ერთი ჭიქა ღვინო
ღვინო სიმსივნისა და ინფექციების წინააღმდეგ - რატომ უნდა სვათ დღეში ერთი ჭიქა ღვინო

ახლა წელიწადის ის დროა, როდესაც შეიძლება მარტივად გაცივდეთ. თუმცა არსებობს ხერხი, რომლის გათვალისწინებით შეძლებთ ზამთრით ტკბობას და გაციებისგან თავის არიდებას. აიღეთ ბოთლი ღვინო და მოიშორეთ ზამთრის მანკიერი მხარეები, რომლებიც საბნისქვეშ გიკრავდათ თავს. ანტიოქსიდანტები, რომლებიც ღვინოშია კონცენტრირებული, თქვენ სასარგებლოდ მოქმედებენ.

ღვინო გაციებას აგარიდებთ

არაერთმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ყოველდღე ჭიქა ღვინის დალევა საგრძნობლად ამცირებს გაციების შანსებს. ანტიოქსიდანტები ებრძვიან ინფექციას და იცავენ უჯრედებს ბაქტერიებისგან, რითაც აგრეთვე შესაძლებელია სიმსივნესთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლაც.

ღვინომ შეიძლება სიმსივნის გაჩენის რისკი შეამციროს

წითელი ღვინო შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებენ ესტროგენის დონეს და ზრდიან ტესტოსტერონს პრემენოპაუზულ პერიოდში მყოფ ქალებში, რითაც იკლებს მკერდის კიბოს გაჩენის რისკიც.

ღვინო წონაში დაგაკლებინებთ

ღვინოში შემავალი ყველაზე ჯანმრთელი ნაწილი რესვერატროლია, რომელიც ცხიმოვან უჯრედებს არ აძლევს საშუალებას გაიზარდოს. როდესაც ზამთარში კალორიულ საკვებს მიირთმევთ, ლუდის ნაცვლად ჭიქა ღვინო დააყოლეთ.



მომზადებულია skymetweather.com-ს მიხედვით. 

ფილტრაცია

ხალხის აზრი