ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> უნიკალური შესაძლებლობა შენთვის! - ღვინის კლუბის სკოლამ ტრენინგების ციკლი დაიწყო
უნიკალური შესაძლებლობა შენთვის! - ღვინის კლუბის სკოლამ ტრენინგების ციკლი დაიწყო

ღვინის კლუბის სკოლა აგრძელებს სრულფასოვან ტრენინგებს მევენახეობა-მეღვინეობის სხვადასხვა თემის (მოდულის) მიხედვით. თითოეული მოდული შემუშავებულია ღვინის კლუბის სპეციალისტების მიერ და გულისხმობს კონკრეტულ თემაზე რამდენიმედღიანი ტრენინგების ჩატარებას. ტრენინგებს ჩაატარებენ WSET-ის (Wine & Spirit Education Trust) საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ღვინის პროფესიონალები, ასევე გამოცდილი ენოლოგები, სომელიეები და მევენახეები.

სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

ამ ეტაპზე ღვინის კლუბი გვთავაზობს შემდეგ მოდულებს:

ბიო (ორგანული) მევენახეობა - იაგო ბიტარიშვილი
ბიო (ორგანული) მეღვინეობა - გიორგი ბარისაშვილი
როგორ დავაგემოვნოთ ღვინო - მალხაზ ხარბედია
ღვინის ზადები და დაავადებები - დავით ჩიჩუა
ღვინის მარკეტინგი - ნუკრი ქურდაძე
ღვინისა და კერძის შეხამება - მაგდა სურგულაძე
ღვინით მომსახურების ძირითადი წესები - ალექს ბადუაშვილი

პირველი ტრენინგი 27-28 თებერვალს გაიმართება: ბიო (ორგანული) მევენახეობა - იაგო ბიტარიშვილი. 
მეორე ტრენინგი გაიმართება 8-9 მარტს: ბიო (ორგანული) მეღვინეობა - გიორგი ბარისაშვილი.

 

allwines

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი