ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> კალიფორნიაში მარიხუანას შემცველი ღვინო დაამზადეს
კალიფორნიაში მარიხუანას შემცველი ღვინო დაამზადეს

თუკი სადმე გადააწყდებით ღვინოს, სახელწოდებით: "მერი ჯეინის ღვინო", სასურველია იცოდეთ, რომ ეს ღვინო არც მეტი, არც ნაკლები, მარიხუანას შეიცავს.

საქმე ისაა, რომ ამერიკელმა, კონკრეტულად კი კალიფორნიელმა მეღვინეებმა და ღვინის მარკეტოლოგებმა გამოიკვლიეს ღვინის ბაზარი და სწორედ ღვინის ბაზარზე გაჩენილი მოთხოვნის შედეგად, გადაწყვიტეს, ეწარმოებინათ სრულიად ნოვატორული სტილის ღვინო, რომელიც მარიხუანას შეიცავს.

ღვინო, რა თქმა უნდა, ყურძნის წვენისგან მზადდება, თუმცა მას დუღილის პროცესში უმატებენ მარიხუანას წვენსა და ესენციას და აღნიშნული მეთოდით დამზადებული ეს ორიგინალური სასმელი სრულიად განსხვავებულ ფერსა და არომატს იღებს.

როგორც ამერიკელი ღვინის სპეციალისტები ირწმუნებიან, "მერი ჯეინის ღვინო" სამკურნალო თვისებებსაც ფლობს და ამ ღვინის დალევა რეკომენდებულია თავის ტკივილის, უხასიათობის, დეპრესიისა და ქოლესტერინის რაოდენობის სხეულში გაზრდის დროს.

რაც მთავარია, აღნიშნული ღვინო ნარკოდამოკიდებულებას არ ზრდის - ეს ალკოჰოლური სასმელია და არა ნარკოტიკი.

 

allwines

 

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი