ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ჩამოსასახმელი ღვინის უპირატესობა - რა ფასად შეიძენთ კარგ ჩამოსასხმელ ღვინოს თბილისის ბაზრებსა და მაღაზიებში
ჩამოსასახმელი ღვინის უპირატესობა - რა ფასად შეიძენთ კარგ ჩამოსასხმელ ღვინოს თბილისის ბაზრებსა და მაღაზიებში

თბილისში ორგვარ ჩამოსახმელ ღვინოს ნახავთ - ე.წ. გლეხურსა და მცირე ან დიდი ქარხნის მიერ წარმოებულს. ღვინის მაღაზიების აბსოლუტურ უმრავლესობაში გლეხურ ღვინოს უკვე ვეღარ იყიდით, რადგან გლეხებს ღვინის ხარისხის სერთიფიკატი, როგორც წესი, არ აქვთ. ამ სერთიფიკატს კლიენტურა მართალია თითქმის არასოდეს ითხოვს და ზედამხედველობის სამსახურის მხრიდანაც ამ კუთხით კონტროლი მცირეა, მაგრამ ღვინის მაღაზიები გლეხური ღვინის არშეტანით ერთგვარად თავს იზღვევენ. თითქმის ყველა ღვინის მაღაზიაში ამბობენ, რომ მათ გარანტირებულად ნორმალური ხარისხის ქარხნული ჩამოსასხმელი ღვინის გაყიდვა ურჩევნიათ, ვიდრე უსერთიფიკატო გლეხურის.

გასარკვევია, ხარისხით კარგ გლეხურ ღვინოს სჯობს თუ არა, თუნდაც იგივე ტიპის ქარხნულად წარმოებული ღვინო და არის თუ არა სამართლიანი არაქარხნული ღვინის ასე ხელაღებით დაწუნება, თუმცა ღვინის მაღაზიები საკუთარი თავის ბატონ-პატრონები თავად არიან და, ბუნებრივია, სრული უფლება აქვთ, ის ღვინო გაყიდონ. რომელსაც საჭიროდ მიიჩნევენ.

ბაზრებსა და ღვინის მაღაზიებში ჩამოსახმელი ღვინის არჩევანი საკმაოდ ფართოა და ამას ხელს, პირველ ყოვლისა, ამ კატეგორიის ღვინის სიიაფე უწყობს. ღვინის კომპანიებმა ამ ტენდენციას (საუბარია ჩამოსასხმელი ღვინის პოპულარობაზე) ფეხი ბოლო დროს საკმაოდ კარგად აუწყვეს და თითქმის ყველგან დაიწყეს ჩამოსახმელი, ანდა 3 ლიტრიან პლასტმასის ჭურჭელში დაბეჭდილი ღვინის წარმოება. მაგრამ, თუკი ჩამოსასხმელი ღვინის ფასი 1.8 ლარიდან, 3 ლარამდე მერყეობს, პლასტმასის ჭურჭელში დაბეჭდილი 1 ლიტრი ღვინის ფასი 3 ლარიდან იწყება და 5-6 ლარამდე ადის. საფერავის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული დაბეჭდილი ლიტრი ღვინის ფასი თითქმის სტანდარტულია და 5-6 ლარი გამოდის, რქაწითელს კი 3-დან 5 ლარამდე შეიძენთ.

რა თქმა უნდა, ბაზარში ობიექტური მიზეზების გამო, პოტენციური კლიენტურა ყოველთვის მეტია და ბაზრის მოვაჭრეები, ღვინის მაღაზიების გამყიდველების დარად, უცხოელ ტურისტებზე არ არიან დამოკიდებულნი. თუმცა უდავოა, რომ ბაზრის ჩამოსახმელი ღვინის დიდი ნაწილი თვალნათლივ უხარისხოა და შენახვის პირობებსაც ბაზარში ბევრი არ დაგიდევთ, მაგრამ ბაზრის ღვინოს გააჩნია ერთი მეტად მნიშვნელოვანი უპირატესობა. ბაზარში ღვინო ყოველთვის იაფია და, გარდა ამისა, გამყიდველისათვის შევაჭრება და ფასის კიდევ უფრო დაწევაც შეიძლება.

ამ ტიპის ღვინოს ჩვენთან თითქმის ყველანაირ კერძთან სვამენ დაწყებული ხორცეულით, ბოსტნეულით დამთავრებული.

 

Allwines

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი