ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ჭაჭა ექსპორტზე ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში გავიდა
ჭაჭა ექსპორტზე ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში გავიდა

ჭაჭა „ზეარისი“ ავსტრალიის ბაზარზე გავიდა. როგორც კომპანიის დირექტორმა რამაზ კრიჭინაშვილმა ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, პირველ ეტაპზე ავსტრალიაში 600 ერთეული ჭაჭა გაიტანეს და მისი რეალიზება წარმატებულად მიმდინარეობს. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ ქართული ჭაჭა ავსტრალიის პრესტიჟულ რესტორნებში, სასტუმროებსა და ბარებში იყიდება. რაც შეეხება სარეალიზაციო ფასს, რამაზ კრიჭინაშვილის განცხადებით, ავსტრალიის კანონმდებლობიდან გამომდინარე ქვეყანაში ფასნამატი საკმაოდ მაღალია. 

„ავსტრალიაში საბაჟო გადასახადი ძალიან მაღალია. თუ ჩვენი საშუალო პროდუქტის ღირებულება იწყება 35 დოლარიდან, 70-150 დოლარამდე ადის მისი ღირებულება ადგილზე. 

ჩვენი კომპანიის მიზანია, რომ სხვადსხვა ქვეყნებში თუნდაც მცირე რაოდენობით გავიტანოთ პროდუქცია“, - ამბობს კომპანიის დირექტორი. მისი განცხადებით, „ზეარისის“ ჭაჭა ექსპორტზე სამხრეთ აფრიკაშიც გავიდა. 

კომპანიაში განმარტავენ, რმ გაზაფხულიდან შედარებით დაბალფასიან სეგმენტზეც გეგმავენ გასვლას. კომპანიას ამჯერად საკუთარი მაღაზია ყაზახეთში აქვს გახსნილი, უახლოეს პერიოდში კი ექსპორტს აზერბაიჯანში და უკრაინაში გეგმავს. 

„ჩვენი ყურადღება გადასაულია რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე, რუსეთში დღეს ჭაჭის შეტანა ოფიციალურად აკრძალულია, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშოაბთ რომ პროდუქცია არა როგორც ალკოჰოლური სასმელი, არამედ როგორც სასაჩუქრე სეგმენტი, მცირე რაოდენობით შევიდეს რუსეთში. მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, ამჯერად პოლიტიკური ნებაა საჭირო“, - ამბობს კრიჭინაშვილი. ამასთან კომპანია უახლოეს პერიოდში ღვინის წარმოებასაც გეგმავს. 

businesscontract.ge


ფილტრაცია

ხალხის აზრი