ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> კახური იშვიათი ღვინოების დეგუსტაცია და ღვინოები, რომლებმაც უმაღლესი შეფასება მიიღეს
კახური იშვიათი ღვინოების დეგუსტაცია და ღვინოები, რომლებმაც უმაღლესი შეფასება მიიღეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებული და გაშენებული ქართული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები შეაფასეს.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში სპეციალისტების მიერ ქართლის, კახეთის და მესხეთის რეგიონებისთვის დამახასიათებელი უნიკალური ჯიშებისგან დაწურული 23 სახეობის ღვინო შეფასდა და საუკეთესოები გამოვლინდა. სულ წარდგენილი იყო 14 თეთრი და 9 წითელი სახეობის ღვინო. ღვინოები შეფასდა შემდეგი პარამეტრებით: შეფერილობის ინტენსივობა( ღია-მუქი), ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები, ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლორტები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეშე  და ალკოჰოლის შეგრძნება. 


საბოლოო შეფასებაში გათვალისწინებული იყო ჯიშის მოსავლიანობის პარამეტრიც.

ყველაზე მაღალი შეფასება თეთრი ღვინოებიდან მიიღეს:

- კახური მცვივანი (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 14.2 ტონა);

- ჯვარი (ქართლის რეგიონი, მოსავლიანობა 5.3 ტონა);

- მხარგრძელი (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 10.8 ტონა);


ყველაზე მაღალი შეფასება წითელი ღვინოებიდან:

- ახმეტის წითელი (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 13.3 ტონა);

- სრელური (ქართლის რეგიონი, მოსავლიანობა 24.3 ტონა);

- სიმონასეული (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 13.3 ტონა).



allwines

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი