ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> როგორ იზიდავენ ფრანგები ღვინით დაინტერესებულ ტურისტებს - საფრანგეთში ტურიზმი წლიდან-წლამდე იზრდება
როგორ იზიდავენ ფრანგები ღვინით დაინტერესებულ ტურისტებს - საფრანგეთში ტურიზმი წლიდან-წლამდე იზრდება

მეღვინეობის კუთხით საფრანგეთი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მოწინავე ქვეყანაა. ხარისხიანი ფრანგული ღვინო ხომ ყველა გემოვნების ადამიანისთვისაა სასურველი. თუმცა, საკუთრივ ღვინის პოპულარიზაციის გარდა, მეღვინეობის დარგი საფრანგეთის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროცაა.

როგორც ბოლოდროინდელი სტატისტიკა ცხადყოფს,  საფრანგეთში ღვინის ტურიზმი წლიდან-წლამდე იზრდება და შარშან ამ ქვეყანამ  10 მილიონამდე ღვინის ტურისტი მიიღო. ტურიზმის განვითარების სააგენტოს ინფორმციით, გასულ წელს უცხოელ ვიზიტორთა შემოდინება მკვეთრად გაიზარდა, რაც საინტერესო მიმართულების -  ღვინის ტურიზმის დამსახურებაცაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თუკი 2009 წელს ქვეყანამ 7 მილიონამდე ღვინის მოყვარულს უმასპინძლა, 2016 წელს მათი რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.

ალზასის რეგიონის ვენახების სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს

ღვინის ტურიზმის ექსპერტთა აზრით, ვიზიტორთა რაოდენობა სხვადასხვა თემატური პროგრამების დამსახურებაა. ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორისაა -  უძველეს სასახლეში ღამის გათენება, ვენახებისა და ქვევრების დათვალიერება, ღვინის წარმოებაში მონაწილეობის მიღება და საინტერესო ლექციების მოსმენა. გარდა ამისა, ტურისტებს სურვილის შემთხვევაში საკუთარი ღვინის ჩამოსხმასაც ასწავლიან.

იმედია, ქართული მეღვინეობაც ფრანგულის მაგალითზე განვითარდება და ეს დარგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში გამორჩეულად დიდ როლს ითამაშებს.

 

 

allwines

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი