ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> რატომ სვამენ საქართველოში ძირითადად თეთრ ღვინოს და რას ნიშნავს "ფრანგული პარადოქსი"
რატომ სვამენ საქართველოში ძირითადად თეთრ ღვინოს და რას ნიშნავს "ფრანგული პარადოქსი"

ღვინის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველო წლიურად ერთ სულ მოსახლეზე 17 ლიტრ ღვინოს მოიხმარს, რაც ნამდვილად არაა განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი. ჩვენს ქვეყანაში ღვინის წლიური მოხმარება 78 000 ლიტრს აღწევს.

იმავე კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ღვინის მოხმარების მხრივ პირველ ათეულში ევროპის ქვეყნებია: ყველაზე მეტ ღვინოს ერთ სულ მოსახლეზე (წლიურად 54,26 ლიტრი) ვატიკანში მოიხმარენ, მეორე პოზიციაზეა ანდორა (46,26 ლიტრი), მესამეზე კი - ხორვატია (44,20 ლიტრი ღვინით ერთ სულ მოსახლეზე).

ქართველი მეღვინეობის ექსპერტების დაკვირვებით, მოხმარება იზრდება და  17 ლიტრი არ არის ზუსტი ციფრი. მათი თქმით,   საქართველოში საშუალოდ  ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი ღვინო ისმევა. დაახლოებით, 150-დან 170 მლნ ბოთლის ეკვივალენტ  ღვინოს ვაწარმოებთ.  აქედან გამომდინარე, მხოლოდ ეს რომ დავიანგარიშოთ, ერთ სულ მოსახლეზე 20 ლიტრზე მეტი გამოდის.

ღვინის მარკეტოლოგები მიიჩმევენ, რომ საქართველოში ბოლო დროს ღვინის მოხმარება შესამჩნევად გაიზარდა, რაც ხარისხზეც აისახება. ქალაქის მოსახლეობა მოიხმარს თეთრ კლასიკურ ღვინოს,  ხოლო სოფლის მოსახლეობა ქვევრის ღვინოს. ქართველები უფრო მეტად თეთრი ყურძნისგან დამზადებულ სხვადასხვა სახეობის ღვინოს ეტანებიან, ვიდრე წითელს.

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს სისხლძარღვთა დაავადების დონე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კვლევამ დაადასტურა, რომ სადაც ღვინოს მოიხმარდნენ და არა არაყს, იმ ქვეყნის მასშტაბით ნაკლებია გულსისხლძარღვთა დაავადებები. განსაკუთრებით წითელი ღვინის მოხმარება აუმჯობესებს ადამიანის სასიცოცხლო უნარებს. ამას დაერქვა "ფრანგული პარადოქსი" და ამ თეორიამ საქართველომდეც მოაღწია.

 

allwines.ge

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი