სიახლეები >> Adidas-ი სატელევიზიო რეკლამაზე უარს ამბობს
Adidas-ი სატელევიზიო რეკლამაზე უარს ამბობს

Adidas-ი სატელევიზიო რეკლამაზე უარს ამბობს - აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, კასპერ რორსტედმა CNBC-სთან საუბრისას გააკეთა.

რორსტედის განცხადებით, კომპანია მთავარ აქცენტს ციფრულ საკომუნიკაციო არხებზე გადაიტანს, რადგან მის აუდიტორიას ძირითადად ახალგაზრდა მომხმარებლები წარმოადგენენ. „ციფრული ჩართულობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. Adidas-ის სატელევიზიო რეკლამას ვეღარ ნახავთ," აღნიშნა რორსტედმა.

რორსტედი კომპანიის სათავეში გასულ წელს მოვიდა. მან მთავარი აქცენტი ელექტრონულ კომერციაზე გადაიტანა. რორსტედის განცხადებით, 2020 წლისთვის კომპანიის შემოსავალი 1 მილიარდი ევროდან 4 მილიარდამდე გაიზრდება.

გასულ კვირას Adidas-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომპანია დიგიტალიზაციისათვის დიდ ინვესტიციას ახორციელებს, რაც 3-D პრინტინგსა და სმარტ-წარმოების მეთოდებს მოიცავს.

 

 

ავტორი: CNBC

 

 

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი