ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> როგორ მივიყვანოთ ღვინო სასურველ ტემპერატურამდე და როგორ დავეუფლოთ ღვინის დასხმის ხელოვნებას
როგორ მივიყვანოთ ღვინო სასურველ ტემპერატურამდე და როგორ დავეუფლოთ ღვინის დასხმის ხელოვნებას

ამა თუ იმ კატეგორიის ღვინის დაგემოვნებისას,  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შესაბამისი ჭიქის შერჩევას, ღვინის ტემპერატურის დაცვას და კერძთან შესაბამისობას. მაგალითად, ღვინის დასალევად გამოიყენება თხელი, გამჭვირვალე მინის ჭიქა. არ არის მიღებული სქელკედლიანი და ფერადი მინისგან დამზადებული ჭიქის გამოყენება. შესაფერისი ჭიქიდან ადამიანი ღვინის არომატს, გემოსა და ფერს შეიგრძნობს.

ღვინის ფერის უკეთ შეგრძნების მიზნით, ოთახში უნდა იყოს ნორმალური განათება. ჭიქა კი უნდა გაირეცხოს თბილი წყლით და გამშრალდეს სუფთა და მშრალი ტილოთი. ღვინოს ამშვენებს გამჭვირვალე თხელი ბროლის, ზომიერი მოცულობის, ფეხიანი ნაზი ჭიქა, რომელიც უნდა შეივსოს 2/3-ით. ასევე, გასათვალისწინებელია ღვინის ტემპერატურა. სასურველ ტემპერატურაზე ღვინო თანდათანობით უნდა მიიყვანოთ. ღვინო უნდა იყოს ჩაცივებული, მაგრამ არა გადაცივებული ან გაყინული. ღვინის სასურველ ტემპერატურაზე მიყვანის მიზნით, დაუშვებელია ძლიერი გაცივება, საყინულეში მოთავსება, შიგ ყინულის ჩაგდება და ასე შემდეგ.

სანამ მაგიდასთან მიიტანთ მშრალი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოები უნდა ჩააცივოთ 8-12 გრადუსზე, თეთრი ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები 6-8 ცელსიუს ტემპერატურაზე; მშრალი წითელი ღვინოები 18-19 გრადუსზე; წითელი ნახევრად ტკბილი, ნახევრად მშრალი და მსუბუქი წითელი ღვინოები კი - 10-12 ტემპერატურამდე.

ასევე, შეგახსენებთ, რომ სუფრაზე ხდება ღვინის თვითგათბობა. 6-8 გრადუსზე ჩაცივებული ღვინო ოთახის ტემპერატურაზე, ათი წუთის შემდეგ  10-12 გრადუსამდე თბება. სუფრაზე, სხვადასხვა ღვინო, სხვადასხვა ღვინის ჭიქით უნდა დალიოთ და არა ერთი სასმისით. ბოთლის გახსნაც და ჭიქაში ღვინის დასხმაც კი სათანადო ყურადღებას მოითხოვს. ბოთლიდან ამოღებული საცობი მაშინვე უნდა დაყნოსოთ. თუ მას საცობის სუნი აქვს, ბოთლი უნდა შეიცვალოს. ჭიქაში ღვინის ჩასხმის დროს, ბოთლი არ უნდა დაიკავოთ ძალიან მაღლა. ბოთლის ყელი მიიტანეთ ჭიქასთან ისე, რომ მას არ შეახოთ და სითხეც ნელა მოედინებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ  ჭიქა არსოდეს გაავსოთ ბოლომდე,

 

allwine

 

 

 

 

 

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი