სიახლეები >> ახალი Google Earth, ახალი ფუნქციებით, რომელიც პირდაპირ Chrome-ით შეგძლიათ გახსნათ
ახალი Google Earth, ახალი ფუნქციებით, რომელიც პირდაპირ Chrome-ით შეგძლიათ გახსნათ

Google Earth ის პროგრამაა, რომლის აღმოჩენამაც, თავის დროზე, ალბათ ყველა ჩვენგანი აღაფრთოვანა. ეს იყო საოცრება, რომელსაც წამებში შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიეყვანეთ და დაესვით. აქ შეგეძლოთ გენახათ უცნობი ქალაქები, სოფლები, ტყეები, ოკეანეში ჩაკარგული კუნძულები და ა.შ.

სულ ახლახანს, გუგლმა, ამ საოცარი პროგრამის ახალი ვერსია გამოუშვა, რომელსაც, ყველა სიკეთესთან ერთად, კომპიუტერში ჩამოტვირთვა და დაინსტალირება აღარ სჭირდება. მისი გახსნა და მოხმარება პირდაპირ ბრაუზერიდან შეგიძლიათ - აქ.

ახალ Earth-ის საშუალებით შეგიძლიათ წინასწარ მომზადებული ტურებიც ნახოთ. მაგალითად, This Is Home, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგატარებთ და ტრადიციულ, ეროვნულ სახლებს გაჩვენებთ. მაგალითად, ბედუინების სახლებს იორდანიაში ან ლერწმის ქოხებს პერუში. წინასწარ შედგენილი ვირტუალური ტურები რამდენიმე პარტნიორთან ერთად გაკეთდა, მათ შორის იყო BBC.

წყარო: www.on.ge

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი