სიახლეები >> Munchies: ქართული ხაჭაპური მსოფლიო მასშტაბით იტალიური პიცის კონკურენტი ხდება
Munchies: ქართული ხაჭაპური მსოფლიო მასშტაბით იტალიური პიცის კონკურენტი ხდება

ქართული ხაჭაპური იტალიური პიცის რეალური კონკურენტია. ის თანდათან მსოფლიოს მასშტაბით ხდება პოპულარული.

ხაჭაპურის შესახებ ბევრი საერთაშორისო კულინარიული ჟურნალი წერს, რაც მის პოპულარობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს.

პოპულარული საიტი ,,Munchies" წერს: ,,ჩაიწერეთ ხაჭაპურის მარტივი რეცეპტი,გემრიელი ქართული კერძი შესაძლოა პიცის რეალური კონკურენტი გახდეს. ცოტაოდენი პრაქტიკის შემდეგ , თქვენ შესაძლოა ხაჭაპური დაახლოებით ერთ საათში მოამხადოთ.

ალბათ გაგისინჯავთ ახლად გამომცხვარი ცომი  მოცარელას ზედაპირით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბროთ დედამიწის საყვარელ საკვებზე - პიცაზე.
მაგრამ წარმოიდგინეთ, რაიმე უფრო ფაფუკი, უფრო მეტი კარაქითა და  ყველითა,ამ ყველაფერს შესაძლოა კვერცხი დაემატოს, როგორც გვირგვინი. ეს რეცეპტი სულაც არ მოდის იტალიიდან,ეს ხაჭაპურია საქართველოდან,რომელიც ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარეობს.  

ხაჭაპურის ცომი იდეალურადაა გაფუებული და მისი ფორმა ხშირად მრგვალია.როცა ჩვენ პიცაზე ვგიჟდებით,ქართველების 88 % მას ხაჭაპურს ამჯობინებს. აქვე დავამატებთ,რომ ის ძალიან გემრიელია. „ - წერს MUNCHIES.

საიტი ხაჭაპურის რეცეპტსაც აქვეყნებს.

ინგრედიენტები

ცომი

3 1/2 რძე/იოგურტი

1 კვერცხი

7 1/2 ფქვილი

1/3 ჩაის კოვზი მარილი

1 1/3 ჩაის კოვზი საცხობი პუდრი
1 ½ კარაქი
მოცარელა და ფეტა

მომზადების წესი

1. ცომის გასაკეთებლად მოათავსეთ რძე და კვერცხი ერთად, დაუმატეთ 2/3 ფქვილი,მარილი და საფუარი.

2. დაამატეთ კარაქი და დარჩენილი  ფქვილი და კვლავ აურიეთ. გადმოიტანეთ ცომი თასიდან და გააბრტყელეთ ის ხელით და გააგრილეთ ის 30 წუთით.
3. დაყავით ცომი 2 თანაბარ ბურთად.

4. გააცხელეთ ღუმელი 450° F-ზე.
5. თხლად დაჭერით მოცარელა და ფეტა, დაფშვენით ის ხელით.

6. შეკაზმეთ ის შავი წიწაკით და საჭიროებისამებრ, დაამატეთ მარილი.
7. ფქვილიან ზედაპირზე დაყავით ცომის გუნდა 8 ინჩის დიმატერიან გუნდებად,მოათავსეთ მის ცენტრში ყველი და შეფუთეთ ცომი.
8. მოათავსეთ ხაჭაპური საცხობში

9. გამოაცხვეთ ის 18-20 წუთის განმავლობაში, სანამ მისი ზედაპირი ოქროსფრად არ შეიწვება.

ინგლისური ვერსია: www.georgianjournal.ge

 

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი