სიახლეები >> საქართველო წელიწადში საშუალოდ 5 000 ტონამდე ყავას მოიხმარს
საქართველო წელიწადში საშუალოდ 5 000 ტონამდე ყავას მოიხმარს

„ყავის საერთაშორისო ორგანიზაციამ" ახალი კვლევები გამოაქვეყნა. კვლევების მიხედვით ირკვევა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქე წელიწადში რამდენ კილოგრამ ყავას მიირთმევს. რეიტინგში პირველ პოზიციებს ძირითადად სკანდივანიური ქვეყნები იკავებენ.

პირველ ადგილზე ფინეთი გავიდა, სადაც ერთი ადამიანი წელიწადში 12 კილოგრამ ყავას მოიხმარს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ 1.3 კილოგრამ ყავას მოიხმარს. ამ მონაცემებით საქართველო უკანა პოზიციებზე მოექცა.

თუ ერთი ადამიანის მიერ მოხმარებულ ყავის ოდენობას, საქართველოს მოსახლეობის მთლიან რაოდენობაზე გავამრავლებთ, ვნახავთ რომ ჯამში, საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 5 000 ტონამდე ყავას მოიხმარს.

Top 10-ეული ასე გამოიყურება:

​ფინეთი - 12 კგ.

​ნორვეგია - 9.9 კგ.

​ისლანდია - 9კგ.

​დანია - 8.7 კგ.

​ნიდერლანდები - 8.4

​შვედეთი - 8.2 კგ.

​შვეიცარია - 7.9 კგ.

​ბელგია - 6.8 კგ.

​ლუქსემბურგი - 6.5

​კანადა - 6.2

 

ავტორ(ებ)ი: 1tv.ge 

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი