ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ლონდონმა ქართულ ღვინოს პლატინის მედალი მიანიჭა
ლონდონმა ქართულ ღვინოს პლატინის მედალი მიანიჭა

 

ქართულმა ღვინომ, საქართველოს ისტორიაში პირველად, ლონდონში გამართულ Decanter-ის დაჯილდოებაზე პლატინის მედალი აიღო. აღნიშნული პატივი წილად ღვინის კოპანია "მარანულს" ხვდა. ჯილდო სწორედ მისმა წარმოებულმა 2015 წლის "ოცხანურმა საფერემ" მოიპოვა. Decanter-ის დაჯილდოებაზე უყურადღებოდ არც "მარანულის" მუკუზანი და ქვევრის რქაწითელი დარჩნენ - მათ ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.

რაც შეეხება "ოცხანურ საფერეს", მას უმაღლესი ჯილდო კატეგორიაში "საუკეთესო ქართული წითელი ღვინო" გამარჯვებისთვის გადაეცა. ღვინოების შერჩევა ღვინის სპეციალისტების მიერ ბრმად, მხოლოდ გემოს მიხედვით ხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ პლატინის ჯილდო Decanter-ის დაჯილდოებაზე იშვიათად გაიცემა. მაგალითისთვის, 10 წლის განმავლობაში სულ გაცემულია 130 პლატინის ჯილდო. მაშინ, როცა ოქროს მედალით 16 ათასი ღვინოა დაჯილდოვებული.

ცნობისთვის, ღვინის მწარმოებელი კომპანია "მარანული" 2012 წელს დაარსდა. ის ღვინოს უძველესი ქართული ტრადიციების საფუძველზე აწარმოებს.

 

 

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი