ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> საუკეთესო ვისკის ბარი ნიუ იორკში, რომელიც საცხოვრებელ ოთახში მდებარეობს
საუკეთესო ვისკის ბარი ნიუ იორკში, რომელიც საცხოვრებელ ოთახში მდებარეობს

ალენ კათზი ნიუ იორკის ბარის მეპატრონეებს შორის გამორჩეულია, ის საკუტარ ბარს ბრუკლინში York Distilling Co-ს ლიცენზიით უძღვება. ის გამორჩეულია, რადგან მისი ბარი სახლში მდებარეობს და ის ნამდვილად ალკოჰოლის ბიბლიოთეკაა.

ქარხანა, რომელიც უილიამსბურგში 2011 წელს გაიხსნა, 5 სახეობის პროდუქტს აწარმოებს. 3 სახეობის ჯინს, ვისკისა და მისტერ კათზის Rock & Rye-ს.

სახლის ბარი კათზის ბინაშია განთავსებული, სადაც ის მეუღლესთან და 2 ბავშვთან ერთად ცხოვრობს.

,,ეს ჩემი ბავშვობის სახლიდანაა, რომელიც ბალტიმორშია." - აღნიშნავს ის ბარის ინფრაქტრუქტურაზე საუბრისას. ეს ავეჯი მისმა მშობლებმა 1972 წელს ვირჯინიის ძველმანების ბაზრობაზე იყიდეს. ,,ბარი იმ საცხოვრებელი ოთახის ნაწილი იყო, სადაც ჩვენ გავიზარდეთ, მახსოვს, როგორ ბრუნდებოდა მამა ყოველ საღამოს სამსახურიდან და როგორ ვსვამდით. შემდეგ ჩვენ აქ გადმოვედით და ბარიც თან წამოვიღეთ."

აქ რითზი საკუთარ კოლექციას ინახავს. როგორც თავად ამბობს, ბევრი მათგანი საჩუქარია/

მე ვკითხე, რომელი ბოთლი იყო მისი კოლექციის სიამაყე.

,,ვფიქრობ, ეს ჩემი ვისკია, მაგრამ ასევე  ძალიან ვამაყობ Parker's-ით, რომელიც ძალიან გემრიელია."

კოლექციაში ჩვენ ვხედავთ აბრეშუმისებრ Tom & Jerrys-ს. მისი რეცეპტი დაცულია. მის გვერდით ჰოლანდიური ლიქიორია. ,,ეს ჩემი ცოლის ოჯახიდანაა."

კათზი სასმელებსაც ამზადებს. ,, მე კოქტეილის რამდენიმე სახეობას ვამზადებ. მათ შორის ვალდორფსაც. ტრადიციულად ის აბსენტისგან მზადდება, ასევე მე ვიყენებ მწვანე შატრიოზს, მისი სიტკბო ნამდვილად სასიამოვნოა. „

 

 

bloomberg.com

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი