ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, ქალებში კიბოს გაჩენის რისკს ზრდის
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, ქალებში კიბოს გაჩენის რისკს ზრდის

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც კიბოს კვლევის ამერიკის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა,  დღეში მხოლოდ ერთხელ ალკოჰოლური სასმელის მიღებაც კი, ქალებში მკერდის კიბოს გაჩენის რისკს ზრდის.

 

დასკვნა, რომელიც 12 მილიონი ქალის, მკერდის კინოს 260 ათასი შემთხვევისა და 120 კვლევის შედეგს მოიცავს, კიბოს კვლევის ამერიკის ინსტიტუტმა და კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდმა ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოაქვეყნეს.

„დარწმუნებით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ფიზიკურად აქტიური ცხოვრების სტილი, ჯანსაღი კვება და ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღება არის ის ნაბიჯები, რომლებიც ქალებმა მკერდის კიბოს რისკის დასაწევად უნდა გადადგან“ – ამბობს კიბოს კვლევის ცენტრის ექსპერტი.

 

კვლევის მიხედვით, მენოპაუზამდელი ასაკის ქალებში, დღეში თუნდაც 10 გრამი ალკოჰოლის მიღება მკერდის კიბოს განვითარების შანსს 5%–ით ზრდის. მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალებში იმავე რაოდენობის ალკოჰოლის მიღება რისკს 9%–ით ზრდის. 

 შეეხება რისკის შემცირებას, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში მკერიდუს კიბოს განვითარების რისკებს მცირე ვარჯიშიც კი ამცირებს. ფიზიკურად აქტიურ  ამ ასაკის ქალებში კიბოს განვითარების საშიშროება 17%–ით, ხოლო მენოპაუზამდელ ასაკის ქალებში 10%–ით მცირდება.

 

მეცნიერები ამბობენ, რომ სწორი კვება და ვარჯიში ვერ იქნება იმის გარანტია, რომ მკერდის კიბო არ წარმოიქმნება, მაგრამ რისკებს საგრძნობლად შეამცირებს. 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი