ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> როგორ დავიცვათ ბოთლში დარჩენილი ღვინო გაფუჭებისგან?
როგორ დავიცვათ ბოთლში დარჩენილი ღვინო გაფუჭებისგან?
 გიფიქრიათ ოდესმე, რა უნდა უქნათ ბოთლში დარჩენილ ღვინოს? სულაც არ არის საჭირო იყო ექსპერტი, რათა იცოდე, რომ გახსნილი ბოთლი დროთა განმავლობაში დალევისთვის გამოუსადეგარი ხდება.  

რა თქმა უნდა, არსებობს მრავალი საშუალება საიმისოდ, რომ ეს თავიდან ავიცილოთ, მაგრამ მათი უმეტესობა ძალიან ძვირი ღირს. ჰოდა, თუ ეძებთ ისეთ საშუალებას, რომელსაც თქვენი ბიუჯეტი გასწვდება, ჩვენ გთავაზობთ განიხილოთ Vacu Vin-ის ღვინის შემნახველი სისტემა.  

ღვინის ჟანგბადთან ურთიერქმედება ცუდი სულაც არ არის. ეს თქვენი სასმელის არომატსა და გემოს უფრო ამდიდრებს. თუმცა, ზედმეტი ჟანგბადის შემთხვევაში (რაც გარდაუვალია, როდესაც ბოთლი უკვე გაიხსნა და შიგნით ვაკუუმი აღარ არის), სასმელი გაფუჭებას იწყებს. ჩვენს მიერ ნახსენები მოწყობილობაც სწორედ იმისთვის არის განკუთვნილი, რომ თქვენი ბოთლიდან, რომელშიც ღვინო ჯერ კიდევ დარჩა, არასასურველი ჟანგბადი ამოიტუმბოს, შემდეგ დაიხუფოს ჰერმეტულად და სასმელმაც უფრო დიდი ხნით შეინარჩუნოს თავისი საუკეთესო თვისებები.

უბრალოდ ჩადეთ საცობი ბოთლის ყელში და დაამაგრეთ მასზე ტუმბო, შემდეგ კი თანაბრად ამოძრავეთ ის ზემოთ-ქვემოთ, სანამ არ გაიგონებთ დამახასიათებელ წკაპანს, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ ბოთლიდან საკმარისი რაოდენობის ჰაერი ამოიტუმბა. მოხსენით საცობს ტუმბო და შეგიძლიათ ღვინო ერთი კვირით კიდევ შეინახოთ ისე, რომ მან თავისი საუკეთესო გემო არ დაკარგოს. 

სხვა მსგავსი სისტემების ფასი ასობით დოლარს შეადგენს, ჩვენს მიერ აღწერილი კი სულ რაღაც $11.36 ღირს. ეს უფრო იაფია, ვიდრე ზოგიერთი ბოთლი.

რაც მთავარია, სულაც არ არის აუცილებელი მხოლოდ ჩვენ გვენდოთ სიტყვაზე. ვებ-გერდ "ამაზონზე" ამ პროდუქტის საშუალო რეიტინგი 5 ვარსკვლავია (5 შესაძლებლიდან), რასაც 2 000-მდე მადლიერი მომხმარებლის რეცენზია ემატება. 

მომზადებულია decanter.com-ის მიხედვით

allwine.ge

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი