ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ღვინოები, რომლებიც ცნობილი ფეხბურთელების სახელს ატარებს
ღვინოები, რომლებიც ცნობილი ფეხბურთელების სახელს ატარებს

ევროპის საფეხბურთო კლუბებისთვის სახელობითი ღვინოების შეკვეთა და ჩამოსხმა იმდენად პოპულარულია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ბებერ კონტინენტზე” ფაქტობრივად არ დარჩა საფეხბურთო კლუბი, რომელსაც მის სახელზე, ან რაიმე მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად ღვინო არ ჩამოესხას.

ლეო მესის სახელობითი ღვინო მთელს მსოფლიოში პოპულარულია

საფეხბურთო კლუბების პარალელურად, ასევე ძალიან გააქტიურდნენ ცნობილი ვეტერანი თუ მოქმედი ფეხბურთელები და მთელს მსოფლიოში შეგიძლიათ შეიძინოთ სახელობითი ღვინოები დაწყებული ანდრეა პირლოდან და ანდრეს ინიესტადან,   დამთავრებული პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუთი, რომელიც თურმე თავად საერთოდ არ სვამს ღვინოს.

ანდრეა პირლო წითელ მშრალ ღვინოს აწარმოებს

რონალდუსგან განსხვავებით, ერთ ჭიქა წითელ ღვინოს სიამოვნებით გეახლებათ არგენტინელი ლეო მესი, რომლის სახელობის ღვინოც კატალონიაში აგერ უკვე სამი წელია ისხმება. ღვინო ასევე ძალიან უყვარს ვეტერან ფრანგ გოლეადორს - ტიერი ანრის და არც იგი ამბობს ღვინის წარმოებაზე უარს. ამასწინათ კი თურმე ერთ-ერთმა იტალიურმა ღვინის კომპანიამ ფრანჩესკო ტოტისაც შესთავაზა მისი სახელობის ღვინის წარმოება, მაგრამ ტოტის ამაზე რატომღაც უარი უთქვამს. არადა, თავად ლეგენდარული ფრანჩესკოც მშვენივრად გეახლებათ ღვინოს.

კრიშტიანუ რონალდუს სახელობითი ღვინო პორტუგალიაში იწარმოება

 

allwine.ge

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი