ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ღვინის ყველაზე დიდი გამოფენა - WinExpo თბილისში 9-11 ივნისს მეათედ გაიმართება
ღვინის ყველაზე დიდი გამოფენა - WinExpo თბილისში 9-11 ივნისს მეათედ გაიმართება

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეათე, საიუბილეო საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017 თბილისის ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში 9-11 ივნისს გაიმართება.

WinExpo Georgia 2017 -   ეს საქართველოში ერთადერთი სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და აღნიშნულ დარგში დანერგილ მომსახურებაზე. ღონისძიება აერთიანებს ტრადიციულ სავაჭრო გამოფენას დამატებითი ღონისძიებების გეგმით, რომელიც გამოფენის პარალელურად გაიმართება.

გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება მასტერ-კლასები ქართული ღვინის მთავარი სახეობების დეგუსტაციით, ასევე გასტრონომიული შოუ და ღვინის ტურები საქართველოს მასშტაბით. გამოფენის ორგანიზატორია ExpoGeorgia, ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქართული ღვინის ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება. WinExpo Georgia 2017 -   ჰიბრიდული პროექტია, რომელიც მოიცავს გამოფენას, კონკურსს და ბიზნესფორუმს.

WinExpo აღნიშნულ დარგში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა რეგიონში, რომელიც წარმოადგენს არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღვინისა და სპირტიანი სასმელების ასორტიმენტის ფართო სპექტრს.

 

allwine.ge

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი