ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ღვინის კატეგორიები სასარგებლო თვისებების მიხედვით - რომელი ღვინო რას კურნავს
ღვინის კატეგორიები სასარგებლო თვისებების მიხედვით - რომელი ღვინო რას კურნავს

ღვინის სასარგებლო თვისებებს დიდი ხანია იცნობენ და არა მხოლოდ ყოფაში, არამედ მედიცინაშიც იყენებენ. მაგალითად, ცნობილია, რომ ეს სასმელი ხელს უწყობს სასიცოცხლო ძალების აღდგენას, ამაღლებს ტონუსს, მატებს მხნეობას, ამდიდრებს ორგანიზმს სასარგებლო მიკროელემენტებით, ვიტამინებითა და ამინომჟავებით, ხელს უშლის ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას. ნატურალური ღვინოების შემადგენლობაში შემავალი სპეციფიკური ნივთიერება აფერხებს უჯრედების დაბერებას და ხელს უშლის სიმსივნური პროცესების განვითარებას.

ღვინოს მკაფიოდ გამოხატული ანტიბაქტერიული თვისება აქვს. იგი ისეთი დაავადებების გამომწვევებსაც კი თრგუნავს, როგორიც არის ტუბერკულოზი, ქოლერა და მალარია. ნატურალური ღვინო სასარგებლოა გაციების, გრიპის, ფილტვების ანთების დროს.
კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს კარგია წითელი ღვინო, რომელიც მთრიმლავი ნივთიერებებით არის მდიდარი. ასეთი სასმელი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებულ წყლულებსა და ეროზიებსაც კი აშუშებს.

ღვინო სასარგებლოა გაცხიმოვნებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროსაც. მას ორგანიზმიდან წიდა და ტოქსინები გამოაქვს.

ღვინის განსაკუთრებით ფასეული თვისებაა სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დაქვეითების უნარი, რასაც მრავალრიცხოვანი გამოკვლევა ადასტურებს.

შაქრიანი დიაბეტის დროს კარგია მშრალი  ღვინო შაქრის დაბალი შემცველობით. მსუბუქი თეთრი ღვინო, განსაკუთრებით -   შამპანური, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვებს, აქვეითებს თრომბების წარმოქმნისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ალბათობას. ყოველივე ამასთან ერთად, შამპანური აუმჯობესებს ფილტვების ვენტილაციას და ხელს უწყობს სუნთქვის ცენტრის აღგზნებას. წითელი სუფრის ღვინოები კარგია ანემიის დროს.

თეთრ და წითელ ნახევრად მშრალ ღვინოებს ორგანიზმიდან ჭარბი მარილი გამოაქვს. ღვინო სასარგებლოა ავიტამინოზის დროსაც, საერთო სისუსტისა და უძლურების შემთხვევაში კი განსაკუთრებით კარგია პორტვეინი. ეს უკანასკნელი ძალიან უხდება უმადობას, რადგან კუჭის წვენის გამოყოფას აუმჯობესებს. მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ღვინოები სასარგებლოა ძვლების მოტეხილობის დროს.

 

 

allwine.ge

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი