ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> 5 საუკეთესო ქართული ნახევრად ტკბილი ღვინო
5 საუკეთესო ქართული ნახევრად ტკბილი ღვინო

საქართველოში ტრადიციულად მშრალი ღვინო მზადდებოდა და მშრალი ღვინის უპირატესობა დღესაც თვალსაჩინოა. საკამათოა ის საკითხი, რამდენად ტრადიციულია ჩვენს ქვეყანაში ტკბილი თუ ნახევრად ტკბილი ღვინოების დაყენება და უკავშირდება თუ არა ეს საქართველოში რუსეთის იმპერიის შემოსვლას.

როგორც ცნობილია, ტკბილი ღვინო, ძირითადად, სლავების საყვარელი სასმელია და დასავლეთ ევროპელებიც, ქართველების მსგავსად, მშრალ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას. ისიც ფაქტია, რომ ბოთლირებული სახის ტკბილი ქართული ღვინო ძირითადად რუსეთში, ბელორუსში, უკრაინისა და ყაზახეთში იყიდება.

დღეს საქართველოში ღვინის მოყვარულებს ტკბილი ღვინის მართლაც დიდი არჩევანი აქვთ და სასიხარულოია, რომ ეს არჩევანი წლიდან-წლამდე იზრდება. გთავაზობთ, საუკეთესო ქართული ნახევრად ტკბილი ღვინის 5 ტრადიციულ სახეობას. 

უსახელაური - ნახევრად ტკბილი ქართული ღვინოებიდა უდავოდ უპირატესი ლეჩხუმური უსახელაურია, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოა. უსახელაურის ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო ხასიათდება ლამაზი ლალისფერი ან მწიფე ბროწეულის ფერით, ჯიშური არომატით, სასიამოვნო სიტკბოთი და შემადგენელი ნაწილების ჰარმონიული შეზავებით. სუფრის ღვინო მწიფე შინდისფერია, აქვს ხოლის არომატი და სრული ჰარმონიული გემო.

ხვანჭკარა - ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი რაჭის მხარეში მზადდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო „ხვანჭკარა“ ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვთ, გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებითა და ჯიშური არომატით.

ახაშენი - ეს ღვინო საფერავის ჯიშის ყურძნისგან კახეთში მზადდება და უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. ღვინო ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით ჯიშური, გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, სრული, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებითა და ჯიშური არომატით. 

ტვიში - ეს ღვინოც ლეჩხუმში იწარმოება. „ტვიში“ - ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან, ტკბილის არასრული დადუღებით. ღვინო „ტვიში“ ხასიათდება ღია ჩალისფერიდან ჩალისფერამდე შეფერვით, ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ჯიშური არომატით და სასიამოვნო სიტკბოთი.  

ოჯალეში - ოჯალეში მეგრული მაღალი ხარისხის ვაზის ჯიშია, იძლევა მაღალი ღირსების წითელ ღვინოს და ადგილობრივი (კოლხური) ტიპის ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოს. გავრცელებულია, ძირითადად, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. ასევე, არსებობს ლეჩხუმური ოჯალეში, რომელიც სულ სხვა ჯიშია და მისგანაც ყენდება წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო.  

 

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი