ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> "ლუკასის" საფერავი მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების რანგს უერთდება - რას წერს ბრიტანელი ღვინის ექსპერტი
"ლუკასის" საფერავი მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების რანგს უერთდება - რას წერს ბრიტანელი ღვინის ექსპერტი

ბრიტანელი ღვინის ექსპერტი და მწერალი, რობერტ ჯოზეფი ქართულ საფერავს ბლოგს უძღვნის:

"სამოცამდე სხვა ღვინის ენთუზიასტთან, პროფესიონალთან და მომხმარებელთან ერთად მეც გამიმართლა და ნიკოლ სიერა როლემ, რომელიც საფრანგეთის რონის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელია, კვირის ბოლოს საინტერესო განხილვაზე დამპატიჟა: შესანიშნავი გონება - შესანიშნავი ღვინისთვის.
შესანიშნავ გონებათა შორის იყვნენ ცნობილი მწერლები სტივენ სპერიე, ჯენქის რობინსონი და მიშელ ბეტანი, რომელიც ფრანგული ღვინის საუკეთესო ექსპერტია.


მონაწილეები ორ სამუშაო ჯგუფად დაიყვნენ და თითოეულს თავისი თემა ჰქონდა განსახილველი. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ყველანი შევთანხმდით - არის ის, რომ საუკეთესო ღვინო, როგორც წესი, მცირე რაოდენობითა და ერთ კონკრეტულ პატარა ადგილას იწარმოება.


ამის შემდეგ, ყველა დამსწრეს სთხოვეს მაგიდასთან მოეტანა ის ღვინო, რომელიც მათი აზრით, აკმაყოფილებდა საუკეთესო ღვინის განმარტებას. სულაც არ იყო გასაკვირი, რომ იქ ზოგიერთი ძალიან იშვიათი და უცნობი ღვინო გამოჩნდა, დაწყებული 1991 წლის რიჯ მონტე ბელოდან, რომელიც კალიფორნიაში იწარმოება, დამთავრებული 2003 წლის შატო მარგოთი. მე გადავწყვიტე ოდნავ დამერღვია წესები და ორი ღვინო ავარჩიე: 2011 წლის შანდონ ბრიაი კორტონ ბრესანდი და მეორე, ჩემი მთავარი კოზირი, 2014 წლის "ლუკასის" საფერავი საქართველოდან.

პირველად ეს ღვინო თბილისში მოგზაურობისას გავსინჯე და აღფრთოვანებული დავრჩი მისი კენრკისა და მუხის არომატების ნაზავით, ასევე საფერავისთვის უჩვეულო მსუბუქი ტანინიანობით. ეს არის ძალიან ახალგაზრდა ღვინო, ძალიან პატარა მწარმოებლისგან, რომლის შესახებ მაგიდასთან მსხდომთაგან არავინ არაფერი იცოდა. ზოგიერთისთვის ეს საერთოდ პირველი ქართული ღვინო აღმოჩნდა.


დეგუსტაცია არაფორმალური იყო. დეგუსტატორებმა ჩანაწერები გააკეთეს და თავად გადაწყვიტეს, რომელი ღვინოები იმსახურებდა მეტ მოწონებას. ამიტომ, ძალიან მესიამოვნა, როდესაც "ლუკასი" ჯენქის რობინსონის ვებ-გვერდზე შევნიშნე და ასევე "ფაინენშალ თაიმსში" გამოქვეყნებულ მის ერთ სვეტში.

ეს უდიდესი წარმატებაა და მე იმედი მაქვს, რომ ქართული ღვინო კიდევ უფრო მეტ თაყვანისმცემელს შეიძენს მომდევნო წლებში".

 

 

მომზადებულია  georgianwine.uk-ის მიხედვით

allwine

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი