სიახლეები >> “შტაბი” – აუზი, კლუბური მუსიკა და სივრცე ივენთებისთვის, თბილისთან ახლოს
“შტაბი” – აუზი, კლუბური მუსიკა და სივრცე ივენთებისთვის, თბილისთან ახლოს

 

„შტაბი” არის ადგილი გართობისა და კერძო წვეულებისთვის. აქვე, ფუნქციონირებს ღია აუზი. დამფუძნებლის, გიორგი ტორონჯაძის თქმით, ის ერთადერთი მიზნით – ხალხის გართობისთვის შეიქმნა და დახურული თუ ღია სივრცე კომერციული ღონისძიებებისთვის არ ქირავდება.

გიორგი ტორონჯაძე: ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია „ივენთის” მოწყობა. გვაქვს დახურული და ღია სივრცე. ცოტა ხნის წინ ვიფიქრეთ, ზაფხულის სეზონისთვის აუზიც დაგვემატებინა. საცდელად გავაკეთეთ პატარა – 8 მეტრი 4 მეტრზე, სიღრმე -1,30 მეტრი. იქიდან გამომდინარე, რომ „გაამართლა”, მომავალი წლისთვის ეზოს ვაფართოებთ, გვექნება 3-ჯერ დიდი, კაპიტალურად გაკეთებული აუზი. ახლა საღამოს 7 საათამდე მუშაობს და ყველა მსურველს შეუძლია მოვიდეს. ერთი ადამიანის შემოსვლა ღირს 10 ლარი. გზა ჯერ ბოლომდე არ მოდის, სექტემბრისთვის შეგვპირდნენ დაგებას. მომავალი სეზონისთვის, როცა გზა მოწესრიგდება და აუზსაც გავაფართოებთ, შაბათ-კვირას შესვლა 15, კვირის დანარჩენ დღეებში კი ისევ 10 ლარი ეღირება.

 რაც შეეხება „შტაბის” პირობებს . . .

აუზის გარდა, საღამოს 7-დან დილის 6-7 საათამდე, შესაძლებელია გარე სივრცის, კერძო წვეულებისთვის ქირაობა – ფასი 1500 ლარი. მომსახურებაში შედის ე.წ. დინამიკები, ერთჯერადი ჭიქები, „გიფის” აპარატი, ხმის ოპერატორისა და დაცვის მომსახურება. 10 საათიდან უკვე აუზი იხსნება. სხვა პირობები გვაქვს დახურულ სივრცეში: 50 ადამიანამდე – 700 ლარი,  50-100 ადამიანი –  1000 ლარი,  100-ზე მეტი – 1500 ლარი.

საზაფხული სეზონის გასვლის შემდეგ, რა იგეგმება „შტაბში”?

სექტემბრის ბოლოდან, როდესაც გარე ტერიტორია დაიხურება, შიდა სივრცე იფუნქციონირებს შაბათ-კვირას, დაუკრავენ ქართველი და უცხოელი დიჯეები. აქ ყველა მსურველი შეძლებს მოსვლას. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება მისი დახურვა და კერძო „ივენთების” მოწყობა.

 

როგორ გაჩნდა „შტაბის” იდეა და ვისთვის არის ეს სივრცე?

გვინდოდა, გაგვეკეთებინა სივრცე, რომელიც იქნებოდა დახურული წვეულებისთვის. „შტაბს” ვერ იქირავებს ადამიანი, ვინც „ივენთს” მოგების მიზნით აწყობს. ეს ადგილი მხოლოდ არაკომერციული ღონისძიებებისთვისაა. იქნება ეს დაბადების დღე, „კორპორატიული”, თუ უბრალოდ, „ივენთი” მეგობრებისთვის.

რატომ ეს სახელი?

„შტაბი” ბავშვობასთან და კარგად ყოფნასთან ასოცირდება. ეს იყო ადგილი, სადაც, პატარაობისას, ყველა ადამიანი თავს კარგად გრძნობდა და ბედნიერი იყო. სწორედ ასეთია ჩვენი “შტაბიც”.

 ბევრი ასეთი ადგილია ქალაქში, რატომ უნდა აირჩიონ „შტაბი” ?

ეს არის სივრცე, სადაც შაბათ-კვირას ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიან მუსიკას, „დისკოსა” და „ჰაუსს” „უკრავენ”. კლუბური მუსიკა გართობას ძალიან უხდება. მთელი კვირის განმავლობაში, დღის მანძილზე, ძირითადად, ფონური მუსიკა გვაქვს აუზზე.  საღამოს თუ ხალხია, „ფართი” გრძელდება, ან დახურული „ივენთისთვის” ქირავდება ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან, ბარში, საშუალოზე დაბალი „ფასებია” და მომავალშიც ასე იქნება. მე თვითონაც არ მსიამოვნებს, სადმე რომ მივდივარ გასართობად და სასმელი ძალიან ძვირი ღირს. გარდა ამისა, „შტაბი” არის დასახლებისგან მოშორებით. ამიტომ, არ არის მუსიკის ხმამაღლა მოსმენის ან ხმაურის პრობლემა, ან  ხმაურთან დაკავშირებული შეზღუდვები. ამასთან, „შტაბი” ქალაქთან საკმაოდ ახლოს,  ნაფეტვრების გზაზე მდებარეობს. შესაბამისად, ჩვენთან მოხვედრა არ არის რთული.

 

Marketer.ge

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი