სიახლეები >> iPhone 8-ის ღირებულება სავარაუდოდ, $1,200-დან დაიწყება
iPhone 8-ის ღირებულება სავარაუდოდ, $1,200-დან დაიწყება

ცნობილი ბიზნეს-გამოცემა CNBC დეველოპერსა და ბლოგერს, ჯონ გრუბერს iPhone 8-სთან დაკავშირებით ესაუბრა. მისი ვარაუდით, iPhone 8-ის ღირებულება $1200-დან დაიწყება.

 

უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი iPhone-ის ფასი $1000-ზე მეტი არ უნდა იყოს, თუმცა გრუბერს სხვანაირი მოლოდინი აქვს. გრუბერი Apple-ის მენეჯმენტის წარმომადგენლებს თავის პოდკასტში საკმაოდ ხშირად მასპინძლობს და მას Apple-ის სვლები არაერთხელ გამოუცნია.

 

აპრილში UBS-მა ივარაუდა, რომ iPhone 8-ის ღირებულება $692-დან დაიწყება. თუმცა საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის მოლოდინით, მომხმარებელს $1000-ზე მეტის გადახდა მოუწევს, რაც Apple-ის აქციებზე დადებითად აისახება.

 

Apple-ს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

ავტორ(ებ)ი: CNBC

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი