ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> დეგუსტაციაზე კახური ვაზის იშვიათი ჯიშებიდან საუკეთესოდ კახური მცვივანი, ვარდისფერი რქაწითელი და მირზაანული დასახელდა
დეგუსტაციაზე კახური ვაზის იშვიათი ჯიშებიდან საუკეთესოდ კახური მცვივანი, ვარდისფერი რქაწითელი და მირზაანული დასახელდა

კახეთის რეგიონში გავრცელებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები ბოლო პერიოდში მეტად პოპულარული გახდა. რამდენიმე დღის წინ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს სწორედ ამ ტიპის ღვინოები გააცნო. 

ევროპული სტილით დაყენებული თეთრი ღვინის 16 ნიმუში მეღვინეებმა შემდეგი პარამეტრებით შეაფასეს - შეფერილობის ინტენსივობა, ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები, ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლოტრები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეშე და ალკოჰოლის შეგრძნება. საუკეთესოებად რქაწითელი, რქაწითელი ვარდისფერი, მამალი რქაწითელი, მცვივანი კახური, მწვანე კახური და მირზაანული დასახელდა. 

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებულია და ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებულია ვაზის 437 ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა. ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენის პარალელურად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პერსპექტიული ჯიშებისგან ღვინის დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში ჩართვა მოხდეს.

 

 

Allwine.ge

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი