სიახლეები >> 83 წლის მოდელი, რომელმაც მოდის სამყარო დაიპყრო
83 წლის მოდელი, რომელმაც მოდის სამყარო დაიპყრო

ხანშიშესული ქალბატონები მოდური ჟურნალების ყდებზე იშვიათად  ან საერთოდ არ ჩნდებიან. ჰელენ ნოროვიჩის შესახებ კი ეს ნამდვილად არ ითქმის. ნოროვიჩი, ვარშავის თეატრის ყოფილი მსახიობი, რომელსაც რამდენიმე ათეულ ფილმშიც კი აქვს ნათამაშები, 83 წლისაა და იგი პენსიონერია. მისი სამოდელო დებიუტი კი სულ რაღაც ორი წლის წინ, 81 წლის ასაკში შედგა. ჰელენა ახლა Bohoboco-ს ფავორიტი მოდელია.  მისმა მონაწილეობამ, ტანსაცმლის მარკის «Bohoboco»-ის სარეკლამო კომპანიაში, დიდი რეზონანსი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია პრესასა და საზოგადოებაში.

მოვლენა უნიკალურია, თუმცა მოდის ინდუსტრიით დაინტერესებული მკითხველი პარალელს აუცილებლად ყველაზე ხანშიშესულ მოდელთან, კარმენთან გაავლებდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარმენმა სამოდელო კარიერო 15 წლის ასაკში დაიწყო, ჰელენამ კი ძალიან გვიან.

გთავაზობთ ჰელენას ფოტოებს:

 

 

artnews

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი