სიახლეები >> საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტები შესაძლოა გადაიდოს
საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტები შესაძლოა გადაიდოს

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტები შესაძლოა, ოქტომბრისთვის გადაიდოს.  

ინფორმაცია ამის შესახებ პირველ არხს რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად პირველი არხი "საქართველოს ბანკსა" და "ისტერნ პრომოუშენს" დაუკავშირდა, სადაც ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. 

ერთ-ერთი ვერსიით, კონცერტების გადადება ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. 

ელტონ ჯონის კონცერტები "ბლექ სი არენაზე" 16-17 სექტემბერს არის დაგეგმილი. 

ამასთან, ელტონ ჯონის ოფიციალურ საიტზე კონცერტების თარიღად ისევ 16-17 სექტემბერია მითითებული. 

არ არის გამორიცხული, ოფიციალურ საიტზე თარიღი მას შემდეგ შეიცვალოს, რაც კონცერტების გადადების შესახებ საქართველოში ოფიციალური განცხადება გაკეთდება. 

პირველი არხის ინფორმაციით, განცხადების გაკეთება კი დღეისთვის არის დაგეგმილი. 

 

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი