სიახლეები >> ელტონ ჯონის კონცერტები წელს აღარ ჩატარდება
ელტონ ჯონის კონცერტები წელს აღარ ჩატარდება

საქართველოში ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონი, კონცერტები გადაიდო. 
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, 16 და 17 სექტემბერს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი კონცერტების გადადების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში წელს აღარ გაიმართება. 

სექტემბერში დაგეგმილი კონცერტების გადადების შესახებ ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდებოდა, რის მიზეზადაც ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, სტივ ჯონსონის მიერ ხელზე ჩატარებული ოპერაცია სახელდებოდა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე „ისთერნ ფრომოუშენში“ არ დაუდასტურებიათ.

 

ipn

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი