საინტერესო >> ბრიტანეთში Jaguar-ისა და Land Rover-ის ელექტრომობილების წარმოება დაიწყება
ბრიტანეთში Jaguar-ისა და Land Rover-ის ელექტრომობილების წარმოება დაიწყება

უმსხვილესი ბრიტანული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Jaguar Land Rover-მა ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ბრიტანეთის მთავრობა დანაპირებს შეასრულებს და „მწვანე ტექნოლოგიების" განვითარებისათვის Jaguar Land Rover-ს £390 მილიონს გამოუყოფს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, Jaguar Land Rover-ი გეგმავს, რომ 2020 წლისთვის კომპანიის წარმოებაში ნახევარს ელექტრომობილები შეადგენდნენ.

2016 წლის ოქტომბრის ბოლოს ავტომობილების იაპონურმა მწარმოებელმა Nissan-მა სანდერლენდში (დიდი ბრიტანეთი) არსებულ ქარხანაში ინვესტირების გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. საინტერესოა, რომ ევროკავშირისგან გამოყოფასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ავტომწარმოებელი დიდ ბრიტანეთში ინვესტიციის მოცულობას გაზრდის.


rbc.ru


ფილტრაცია