საინტერესო >> Sobrino de Botín - მსოფლიოს უძველესი რესტორანი
Sobrino de Botín - მსოფლიოს უძველესი რესტორანი

მადრიდის შუაგულში ერნესტ ჰემინგუეის საყვარელი რესტორანია, Sobrino de Botín.

1725 წელს ამ ადგილას ფრანგმა მზარეულმა ჟან ბოტინმა სასტუმრო გახსნა. მოგვიანებით სასტუმრო რესტორანი გახდა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნმა მსოფლიოს უძველეს რესტორნად დაასახელა. 

რესტორნის თავდაპირველი სახელწოდება Casa botin (ბოტინის სახლი) იყო, ბოტინის გარდაცვალების შემდეგ რესტორანი მისმა ძმისშვილმა გადაიბარა და სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელი - Sobrino de Botin, რაც ბოტიის ძმისშვილს ნიშნავს.

რესტორნის ყველაზე ცნობილი კერძებია cochinillo asado და cordero asado, ანუ ღორისა და ცხვრის შემწვარი ხორცი.

ჰემინგუეის ბოტინის შემწვარი გოჭი ძალიან უყვარდა, სწორედ ეს კერძი უკვდავყო მან წიგნში "The sun also rises" . 

 

businessinsider.com

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფილტრაცია