საინტერესო >> ყატარის უჰიჯაბო ლედი და დიზაინერებისგან მოძულებული მელანია - როგორ იმოსებიან მსოფლიოში ცნობილი პირველი ლედები
ყატარის უჰიჯაბო ლედი და დიზაინერებისგან მოძულებული მელანია - როგორ იმოსებიან მსოფლიოში ცნობილი პირველი ლედები

პირველი ლედის ჩაცმულობა ყოველთვის ექცევა მედიის ყურადღების ქვეშ. ლედის არა აქვს უფლება მარტივად გადმოიღოს კარადიდან რაც მას მოესურვება. მას ყოველთვის აკადემიურად და სადად უნდა ეცვას, ასევე გასათვალისწინებელია ამა თუ იმ შეხვედრის დრესკოდიც . ფერები,კაბის ზომა და ფორმა , ქსოვილი- ყველაფერი მკაცრად მოწმდება და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება ლედის გარდერობში. დღეს სამი ყველაზე გემოვნებიანი პირველი ლედის სტილს წარმოგიდგენთ.


ყველაზე  გემოვნებიანად  ხშირად ასახელებენ კემბრიჯის ჰერცოგინიას- ქეით მიდლტონს. ქეითს სამეფო ოჯახის შესაფერისად აცვია, თავშეკავებულად და დახვეწილად. ის არასდროს ურევს სხვადასხვა ფერებს ერთმანეთში, იცმევს ერთ ტონალობაში და ფეხსაცმლისა და ჩანთის ფერს ყოველთვის უხამებს ერთმანეთს. ქეითს უყვარს მაღალქუსლიანი (10სმ) ფეხსაცმელები და კლასიკური კაბები. უყვარს ორიგინალური ქუდებიც და ხშირად კაბას სწორედ ამ დეტალით ახალისებს. ქეითის სამკაულები ფასის მიუხედავად არასდროს  ,,ყვირის ‘’. ქეითს რამდენიმე საყვარელი ბრენდი აქვს, რომელთა სამოსშიც ხშირად იხილავთ.გარდა ამისა, მან საზოგადოებას გააცნო რამდნეიმე მანამდე ყველასვის უცნობი დიზაინერი. ხშირად თვითონ ქმნის კაბის ესკიზებს და თავისივე შემქნილი კაბით იწონებს თავს. ქეითი აღმერთებს Alexander McQueen. საქორწილო კაბის შეკერვაც მას მიანდო.  მის გარდერობში ასევე უხვად მოიპოვება Mulberry, Le Chameau, Emilia Wickstead, Aquatalia, Jimmy Choo, Beulah, Prabal Gurung, Max Mara, Jaeger, Burberry, Jonathan Saunders, Anya Hindmarch, Goat, Hobbs.


 

მოდის კრიტიკოსების განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს შეიხი მოზაც, რომელსაც არაბულ სამყაროში ,,რუხ კარდინალად’’ მოიხსენიებენ. შეიხი მოზა, მიუხედავად იმისა,რომ არ არის მისი ქმრის- ყატარის ემირის-შეიხ აჰმად ბენ ხალიფას პირველი ცოლი (მოზა მეორე ცოლია), სწორედ ის მიიჩნევა ყველაზე გავლენიან ქალად, რომელსაც უფლება აქვს ჩაერიოს სახელმწიფო საქმეებში. მოზას 7 შვილი ჰყავს, აქტიურადაა ჩართული ქვეყნის მართვაში და ამავდროულად, ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება. მის ჩაცმულობაზე მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლები ზრუნავენ. ის ჰიჯაბის ნაცვლად თხელ და მოდურ თავსაფრებს იყენებს.


დიდი სკანდალი მოჰყვა მელანია ტრამპის შემოსვასაც, მას შემდეგ რაც დიზაინერების ნაწილი მას განუდგა და უარი თქვა მასთან თანამშრომლობაზე, მათ შორის იყვნენ Marc Jacobs, Tom Ford, Derek Lam. თუმცა, სხვა მოდის სახლები, რომლებიც ახლა აცმევენ მელანიას, ძალიან ამაყობენ რომ ამერიკის პირველ ლედის მათი შეკერილი სამოსი აცვია . მელანია აქტიურად თანამშრომლობს Dolche & Gabbana, Carolina Herrera, Naeem Khan, Marcus Wainwright, Tommy Hilfiger, Diane Von Furstenberg .


 მოამზადა თამთა ჯინჯოლავამ

 

 

 

ფილტრაცია