სიახლეები >> RFERL: ბრიუსელში არის მოლოდინი, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მაისამდე მიიღებს
RFERL: ბრიუსელში არის მოლოდინი, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მაისამდე მიიღებს
ბრიუსელში არსებობს მოლოდინი, რომ საქართველო უვიზო მიმოსვლას აპრილამდე/მაისამდე მიიღებს, უკრაინა კი - მაისამდე/ივნისამდე - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი Twitter-ზე ავრცელებს. 


ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების საბჭომ (COREPER) საქართველოს ვიზლიბერალიზაციას მხარი 20 დეკემბერს დაუჭირა. 


მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ინსტიტუტები შეჩერების გამარტივებულ მექანიზმზე შეთანხმდნენ, ტრიალოგის შეხვედრა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის სასარგებლოდ დასრულდა. 


საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროკომისია (ტექნიკური ნაწილი) და ევროკავშირის საბჭო მხარს უჭერს. დარჩენილია ევროპარლამენტის პლენარული კენჭისყრა, რომლითაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერის ნაწილი დასრულდება.

 

"ლიბერალი"

 

 

 

ფილტრაცია