სიახლეები >> ფოტოები: პირველი კადრები თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებული ფილმიდან
ფოტოები: პირველი კადრები თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებული ფილმიდან

რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა თვითმფრინავის ბიჭების ისტორია კინოში გააცოცხლა.

ფილმი მძევლები 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ეხება. რეჟისორთან ერთად სცენარზე მწერალმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა და როგორც ცნობილია სიუჟეტი 80-იან წლებში მომხდარ მოვლენებს ზედმიწევნით არ მიჰყვება, პირიქით კინოსურათი მოგვცემს საშუალებას ჩავუღრმავდეთ გმირების ფსიქოლოგიასა და გარემოს, რომელშიც მათ უწევდათ ცხოვრება.

 

ფოტო: მძევლები/კადრი ფილმიდან

ფოტო: მძევლები/კადრი ფილმიდან

 

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ქართული კინოსთვის ეს ფილმი განსაკუთრებულად მასშტაბური იქნება. მასობრივი სცენები ჯარის მონაწილეობით გადაიღეს და სპეციალურად გადაღებებისთვის შეიძინეს თვითმფრინავი ტუ-134.

 

 

მძევლები ქართულ-რუსულ-პოლონური მხარეების ერთობლივი პროდუქციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ მძევლების ერთ-ერთი პროდიუსერი ოსკაროსანი ფილმის, იდას მთავარი პროდიუსერი ევა პუშინსკაა.

ფილმში მთავარ როლებს თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, ბექა ლემონჯავა, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე და მიშა გომიაშვილი ასრულებენ.

 

ფოტო: დინა ოგანოვა

ფოტო: დინა ოგანოვა

ფოტო: მძევლები/კადრი ფილმიდან

 

გიგინეიშვილის ფილმის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე სექცია Panorama Special-ში გაიმართება, ქართველი მაყურებელი კი მას 2017 წელს იხილავს

წყარო: www.on.ge

 

 

ფილტრაცია