სიახლეები >> "თუ გსურთ გასინჯოთ 3 ლარიანი ხინკალი,მიირთვათ დაგვიანებული საუზმე და დარჩეთ შეურაცხყოფილი, ესტუმრეთ "შატო მერეს"
"თუ გსურთ გასინჯოთ 3 ლარიანი ხინკალი,მიირთვათ დაგვიანებული საუზმე და დარჩეთ შეურაცხყოფილი, ესტუმრეთ "შატო მერეს"

 ჟურნალისტი და სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი, გიორგი საკარული, „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელიც კახეთში მდებარე სასტუმროს, „შატო მერეს“ ეხება.

 

“თუ გინდათ, რომ გასინჯოთ 3 ლარიანი ხინკალი, თუ გინდათ რომ 8 საათის შემდეგ მოითხოვოთ საჭმელი და დარჩეთ მშიერი, თუ გინდათ, რომ შეგხვდეთ ისეთი ნომერი, სადაც საწოლი იქნება ჩატეხილი, თუ გინდათ რომ გადაიხადოთ ერთ ნომერში 300-500 ლარი (გააჩნია ხედს), თუ გინდათ რომ ონკანში მხოლოდ ცხელი წყალი მოდიოდეს და არა ცივი, თუ გინდათ რომ შეურაცხყოფილი და გაოცებული წამოხვიდეთ, უბრალოდ ესტუმრეთ კახეთში არსებულ სასტუმროს "შატო მერე" და ამ ყველაფერს თავად შეიგრძნობთ :) ეს ხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ ყველაფრისა, რაც შეიძლება რომ თქვენს თავს გადახდეს

 

საკარული MyRest.Ge -სთან საუბარში ამბობს, რომ  პრეტენზიით მიმართვის შემთხვევაში, სასტუმროს პერსონალი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა.

 

როგორც კლიენტს ნორმალური პასუხი რომ გაგცენ ან ატერნატივაა გამოგიჩინონ,პირიქით,  პასუხი არ აქვთ, და ყვირილზე გადადიან.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, როდესაც სასტუმროში საუზმე 9 საათზე იწყება, მომსახურე პერსონალი ზუსტად ამ დროს მოდის, რაც, ლოგიკურია, საუზმის დაწყებას აგვიანებს.

 

მათი ასეთი დამოკიდებულება პირადად ჩემთვის არის შეურაცხყოფა და არა მარტო. ისინი ვალდებულები არიან პირველ ადგილას  კლიენტის სურვილი დააყენონ და ფასის შესაბამისად მომსახურების დონე იყოს მაქსიმალრუად კომფორტული“ , - ამბობს ჟურნალისტი, გიორგი საკარული.

 

 

 

 

ფილტრაცია