სიახლეები >> საქართველოს მშვიდობის კორპუსის ყოფილი მოხალისე ამერიკაში ხინკალს ამზადებს
საქართველოს მშვიდობის კორპუსის ყოფილი მოხალისე ამერიკაში ხინკალს ამზადებს

შეუძლებელია გასინჯო ქართული სამზარეულო და არ შეგიყვარდეს ის. ამის დასამტკიცებლად კიდევ ერთი მაგალითი არსებობს. საქართველოს მშვიდობის კორპუსი ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ასახულია,როგორ ამზადებს  ყოფილი მოხალისე ამერიკაში ქართულ კერძებს .

,,ნახეთ, რა მშვენიერ საქმეს აკეთებს ჩვენი დაბრუნებული მოხალისე, მელისას სურს ოჯახს ქართული სამზარეულო შეაყვაროს. ფოტოზე მელისა და მისი ძმა ქართულ კერძებს ამზადებენ . მწვადი, ნიგვზიანი ბადრიჯანი,ჭვიშტარი და ხინკალიც კი! მშვენიერი სუფრა გაქვთ,მელისა!" -ვკითხულობთ Peace Corps Georgia-ს ფეისბუკ გვერდზე. 

 

სტატიის ინგლისური ვერსია: georgianjournal.ge

 

 

 

ფილტრაცია