სიახლეები >> დედისა და ბავშვის ფერადი ყოველდღიურობისთვის
დედისა და ბავშვის ფერადი ყოველდღიურობისთვის

 ორსულობის პირველი დღიდან იწყება პატარას მომავალზე ზრუნვა. როგორ დავიცვათ ვირუსებისგან, ალერგიებისგან, როგორ შევინარჩუნოთ მათი ფაფუკი კანი.  ჩვენი პატარას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის კი აუცილებელია ჯანსაღი პროდუქტისა თუ თავის მოვლის საშუალებების გამოყენება, რისთვისაც ხშირად გვიწევს სხვადასხვა პროდუქტების ერთმანეთთან შედარება, გამოკვლევა და საუკეთესოს შერჩევა

დედისთვის პატარას უსაფრთხო და ფერად ყოველდღიურობაზე ზრუნვასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში შექმნილი პრობლემებისა თუ დისკომფორტის თავიდან აცილება. დამატებითი პრობლემებისგან განთავისუფლებული დედა ორსულობის პერიოდში კიდევ უფრო მშვიდად ზრუნავს პატარას ჯანსაღ განვითარებაზე.

ბავშვთა მოვლის საშუალებების ბაზარზე უკვე არაერთი კომპანია პოზიციონირებს. ორი წელია სხვა ბრენდებთან ერთად აფთიაქებსა და თბილისში, ცინცაძის 58 ნომერში, გამოჩნდა „ნაშა მამასა“ და „მამა კომფორტის“ პროდუქცია. მაღაზიაში თავის მოვლის საშუალებების გარდა შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი: საწოლები, კომოდები, ორთოპედიული მატრასები, თეთრეული, ბავშვის კალათები, car seat. უამრავი რამ რაც გაგიმარტივებთ პატარას მოვლას ეკოლოგიურად ბუნებრივი პროდუქციით.

„ნაშა მამა“ ეს არის ჰიპოალერგიული კოსმეტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის სხვადასხვა ტიპის თავის მოვლის საშუალებებს. გამომშრალი, ცხიმიანი თუ პრობლემური კანისთვის. ეს არის უნიკალური საშუალება პირველივე დღიდან დაიცვათ ახალშობილი ნატურალური საშუალებებით მწერებისგან, მზისგან თუ ბაქტერიებისგან.

პატარას კი ბედნიერი და ლამაზი დედა სჭირდება, სტრიებისა და დაზიანებული თმის გარეშე. მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომი პრობლემებისგან თავის დასაღწევად კი „მამა კომფორტის“ უამრავი საშუალება დაგვეხმარება. ეს არის პროდუქტების სია, რომელიც მეძუძურ დედებს სჭირდებათ ჰიგიენის შესანარჩუნებლად, თანაც ისე, რომ მოსახერხებელი იყოს მგზავრობისა თუ გაუთვალისწინებელი პირობების დროს.

მომავალ დედებს დიდი სიფრთხილე და დაკვირვება მართებთ, სანამ სანდო და უსაფრთხო პროდუქტს შეარჩევენ. მშვიდობიან ცხრა თვესა და თქვენი პატარას ბედნიერ დედობას გისურვებთ!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/nashamamageorgia/

ტელ: 2 30 65 80

მისამართი: ს. ცინცაძის 58 (ყოფილი საბურთალოს ქუჩა)

 

 

 

 

 

ფილტრაცია