ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ზაფხულის 10 საუკეთესო ღვინო
ზაფხულის 10 საუკეთესო ღვინო

ზაფხული ძირითადად დასვენებისა და განტვირთვის პერიოდია და ამ დროს ადამიანი სიამოვნებას ყველაზე მეტად ეძიებს. ღვინით მონიჭებული სიამოვნება კი, დაგვეთანხმებით, განსაკუთრებულია და ხშირად მთელი ცხვრების მანძილზე მიგვყვება.

Allwine.ge-ს ინტერნეტ-მაღაზიაში წარმოდგენილი ღვინის ნიმუშები შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ტიპისა და გემოვნების მქონე ადამიანის ხასიათს პასუხობს, მაგრამ ღვინის შერჩევა ხშირად მაინც რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. მით უმეტეს ახლა, როდესაც ზაფხულის გრილი საღამოების ღვინით გალამაზებას სულ სხვა ხიბლი გააჩნია.

გთავაზობთ ჩვენს მიერ სპეციალურად თქვენთვის ინტერნეტ-მაღაზიიდან შერჩეული ღვინის 10 საუკეთესო ნიმუშს, რომელიც ვფიქრობთ, ზაფხულში ყველანაირი ადამიანის გემოვნებას დააკმაყოფილებს. ნუმერაცია, ცხადია, პირობითია.

1. ღვინის ახალი მარნის - Liquid Sun-ის მიერ წარმოებული იშვიათი ქართული ღვინის, ბუდეშისებური საფერავის შეძენას იმ ადამიანებს გირჩევთ, რომლებიც ღვინოშიც და ცხოვრებაშიც სიახლეებს ეძიებთ. ამ მშვენიერი წითელი ღვინის (რომლის შეძენა 20 ლარად შეგიძლიათ) ხანგრძლივი დაბოლოება დიდი ხნის მანძილზე დაგამახსოვრებთ თავს. ღვინო კარგად შეეხამება ხბოს მწვადს.

2.  უჩა ვახანიას ოჯახური მარნის35.60 ლარად ღირებულ ხაშმის საფერავს წითელი ღვინის ნამდვილ დამფასებლებს გირჩევთ. ეს ღვინო დამზადებულია ხაშმში დაკრეფილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან, კლერტის გარეშე, ჭაჭაზე 8-დღიანი დაყოვნებით, სამი კვირის განმავლობაში 15 გრადუს ტემპერატურაზე დუღილით. აქვს მუქი შინდისფერი შეფერილობა, ახასიათებს ალუბლისა და მაყვლის ტონები. კარგად ეხამება ნანადირევს, შემწვარ ხორცსა და ყველს.

3.  კომპანია "ლუკასის" მსუბუქი ვარდისფერი ღვინო ჩხავერიმზადება ამავე სახელწოდების წითელი ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც მოჰყავთ დასავლეთ საქართველოში, გურიის მთებში. აქვს ღია ჩალისფერ-ვარდისფერი იერი, სასიამოვნო, ხალისიანი გემო, ფაქიზი ბუკეტი და ვაშლის ნაზი არომატი. ჩხავერი ბოსტნეულის სალათებთან ძალიან მოგეწონებათ. ღვინის შეძენა 48 ლარად შეგიძლიათ.

 

4.  ეს თეთრი მშრალი ღვინო ჩინური დაყენებულია "შატომ ატენის"მარანში და ერთ-ერთი გამორჩეული ღვინოა. ქართლის თეთრყურძნიანი ვაზის ეს ჯიში ამ ღვინოში კარგად ავლენს საკუთარ ძალას. არის ტიპური ზომიერსხეულიანი და ჰარმონიული ღვინო, რომელშიც იგრძნობა ყვავილების ნაზი სურნელი. საუკეთესოა მოხარშულ თევზთან ერთად. ღვინის შეძენა 29.50 ლარად შეგიძლიათ.

 

5. "ბაქარ ნარსიას მარნის" მიერ წარმოებული 28 ლარად ღირებული ეს თეთრი, მშრალი ღვინო დამზადებულია ცოლიკოურის  ჯიშის ყურძნისგან. ყურძენი მოყვანილია იმერეთში,  ეს ოქროსფერი ღვინო გამოირჩევა, ხილის მდიდარი სურნელებითა და სასიამოვნო მინერალური დაბოლოებით. ცოლიკოური შესანიშნავად ეხამება ცივად მოხარშულ დედალს, მდინარის თევზს, ფხალეულს, ხაჭაპურს, ყველს.

 

6.  წარმოგიდგენთ კიდევ ერთ საფერავს, რომელიც დაყენებულია ლაგოდეხის რაიონის სოფელ გუჯარეთში, ზაზა ზაბახიძის მიერ საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. მარან "მოდინახეს" ღვინო სავსეა საფერავისთვის დამახასიათებელი კენკროვანი ხილის არომატებით და ღორის ხორცის მწვადთან შესანიშნავ წყვილს შექმნის. ღვინის ფასი 29.50 ლარია.

 

7.  "თედოს მარნის" რქაწითელი-მწვანეს კუპაჟური ღვინოდაყენებულია კახური ტრადიციული მეთოდით, ქვევრში. ღვინო მუქი ჩალისფერი შეფერილობისაა, გამჭვირვალე სხივით და მასში შეიგრძნობა მზესუმზირისა და აკაციის ყვავილების სურნელი. შესანიშნავად შეეხამება ხბოს ხაშლამას, გუდის ყველსა და ჩაქაფულს. ეს ღვინო 16.80 ლარი ღირს.

 

8. 18 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ მეტად საინტერესო იმერული ცოლიკოური, რომელსაც "ავალიანის მარანი" აწარმოებს. ღვინო ღია ჩალისფერია, ხილისა და ყვავილების სურნელებით გამოირჩევა. რეკომენდებულია მოხარშულ ქათამთან და თევზთან.

 

9.  ქართლის საუკეთესო ღვინის - თეთრი მშრალი ჩინურის გამორჩეულ ნიმუშს გვთავაზობს "შატროვანი". ეს 9.10 ლარად ღირებული ღვინო ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობით, გარგარის, მწიფე ატმისა და ტროპიკული ხილის არომატით. ღვინო კარგად შეეხამება ქათმის ხორცს და ზაფხულის მსუბუქ სალათებს.

 

10.  და ბოლოს, თუკი კარგ ღვინოში მოზრდილი თანხის გადახდა არ გენანებათ, "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" 2014 წლის მოსავლის უსახელოურს გირჩევთ. ღვინო დამზადებულია ლეჩხუმში გაშენებული უსახელოურის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. იგი ხასიათდება ლალისფერი შეფერილობით, გამოირჩევა მწიფე შინდის არომატით, ხალისიანი და გამყოლი გემოთი. დააგემოვნეთ ხილთან, ტკბილეულთან და დესერტთან. ამ ღვინის ფასი 153.10 ლარია.

 

 

Allwine.ge

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია