სიახლეები >> იტალიელი ფეხბურთელის ღვინით გატაცება ახალ მასშტაბს იძენს - ანდრეა პირლო ამერიკაში ვენახებს ყიდულობს
იტალიელი ფეხბურთელის ღვინით გატაცება ახალ მასშტაბს იძენს - ანდრეა პირლო ამერიკაში ვენახებს ყიდულობს

ღვინის სიყვარული, როგორც ჩანს, მარადიულია და ჰობი შეიძლება სერიოზულ საქმედაც იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ანდრეა პირლო უკვე 38 წლისაა, იგი ფეხბურთის თამაშს მაინც აგრძელებს და ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ირჯება. ანდრეას უმთავრესმა ჰობმა - მევენახეობამ და მეღვინეობამ კი თავისი გაგრძელება შორეულ ამერიკაშიც ჰპოვა.

როგორც იცით, ანდრეას იტალიაში, ტოსკანასა და პიემონტის რეგიონებში უკვე აქვს საკმაოდ დიდი ვენახები და ღვინოსაც წლებია შესანიშნავს აყენებს, მაგრამ იტალიელი ფეხბურთელი სულ ახლის ძიებაშია. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, პირლო ამერიკული, კერძოდ კი კალიფორნიული მეღვინეობითაა დაინტერესებული და კალიფორნიის ცნობილ აპელასიონში (ადგილწარმოშობის დასახელება) - ნაპა ველიში ვენახების შეძენაც გადაუწყვეტია.

პირლო თავად ჩავიდა კალიფორნიაში და იქაურ მევენახეებთან სერიოზული კონსულტაციებიც ჰქონია. იტალია და კალიფორნია ერთმანეთისგან კლიმატის გარდა, ნიადაგებითაც განსხვავდება და ჭკვიანმა მეღვინემ სანამ ვენახის შეძენას გადაწყვეტს - უნდა იცოდეს ვენახის არა მხოლოდ მოვლის გზები და ხერხები, არამედ ისიც,   ამ ვენახისგან რას მოელის. ანდრეა პირლო კი ჭკვიანი და გონიერი კაცი რომაა -   ეს მისი შესანიშნავი საფეხბურთო კარიერითაც დადასტურდა.

 

 

Allwine.ge

 

 

 

ფილტრაცია