სიახლეები >> ხორვატიაში ქართულმა ფილმმა გაიმარჯვა
ხორვატიაში ქართულმა ფილმმა გაიმარჯვა

ხორვატიაში უკვე 25 წელი ტარდება ერთწუთიანი ფილმების ფესტივალი. წელს ფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი 26 წლის ქართველი რეჟსორი ელენე სებისკვერაძე გახდა ანიმაციური ფილმით “პატარა ხოჭო”. კონკურსის ფარგლებში 450 სხვადასხვა ქვეყნის საკონკურსო ნამუშევრიდან 60 ფილმი შეირჩა, რომელთაგან ქართველი რეჟისორის ნამუშევარი საუკეთესოდ აღიარეს. ფესტივალი 7 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.

განათლებით არქიტექტორი ელენე სებისკვერაძე 3 წელია რაც ანიმაციაში მუშაობს. ამ ფესტივალზე ის ორგანიზატორებმა მიიწვიეს. ელენე ფილმის რეჟისორი და სცენარისტია.

 

artnews

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია