საინტერესო >> 5 ყველაზე ექსტრემალური ადგილი მსოფლიოში
5 ყველაზე ექსტრემალური ადგილი მსოფლიოში

 

 

 

 

 

 

ავსტრალიური ქალაქი კუბერ პედი

ავსტრალიაში მაღაროელთა პატარა ქალაქი კუბერ-პედი მდებარეობს, რომელიც მთლიანად მიწის ქვეშაა გაშენებული. ქალაქი ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია, სადაც უდაბნოს კლიმატია. მიწისქვეშა ქალაქი 1915 წელს, მას შემდეგ შეიქმნა, რაც ამ ტერიტორიაზე ძვირფასი ქვის, ოპალის საბადო აღმოაჩინეს. მაღალი ტემპერატურის გამო, მაღაროელებმა მიწისქვეშ საცხოვრებელი ფართობი გათხარეს. მაღარო დღემდე მოქმედებს. იქ მომუშავე ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ მიწის ზემოთ, 40 გრადუსიან სიცხეში ცხოვრობს, ხოლო მათ, ვინც მიწის ქვეშ ცხოვრება არჩია, საკმაო კომფორტი აქვთ შექმნილი. მათ სახლებში გრილა, ტემპერატურა 24 გრადუსს არ სცილდება, ხოლო ტენიანობა 20%-ია.

კანდოვანი, ირანი

სოფელი კანდოვანი შორიდან ჭიანჭველების ბუდეს მოგაგონებთ. ამ ქვის სახლებში ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ამ სახლების  გარეგნულმა იერსახემ არ დაგაბნიოთ, აქაური მოსახლება უკვე დიდი ხანია კარგად არის ადაპტირებული თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს საოცარი რელიეფი შორეულ წარსულში, ვულკან საჰანდის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა. სხვათა შორის, სიტყვა-სიტყვით ამ დასახლებს თარგმანი ასეთია – ფუტკრების სკები. აქ მოხვედრისას თქვენ თავი სპარსული ზღაპრის გმირი გეგონებათ.

გრენლანდია, ისორტოკი

დასახლება გრენლანდიაში, სერმერსოოკის მუნიციპალიტეტში. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 93 კაცს.

ჩიტა–დი–კასტელო, იტალია

ქალაქი და კომუნა იტალიის ცენტრალურ რეგიონ უმბრიაში. ქალაქ პერუჯიდან მდებარეობს ჩრდილოეთით 56 კმ-ზე, ხოლო ქალაქ ჩეზენადან სამხრეთით 104 კმ-ში.

ქალაქი გაწოლილია მდინარე ტიბრის ზემო დინების ხეობაში, აპენინების მთების გასწვრივ. სავარაუდოდ ჩიტა-დი-კასტელო ეტრუსკული ან უმბრიული წარმოშობისაა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 89 წელს წარმოადგენდა რომაულ მუნიციპს. 550 წელს კი ქალაქი გაღატაკებული იყო ოსტგუთების მიერ.

აოგაშიმა, იაპონია

იაპონიის კუთვნილი ვულკანური კუნძული ფილიპინის ზღვაში, ექვემდებარება ტოკიოს ადმინისტრაციას, მდებარეობს მისგან 358 კმ-ით სამხრეთით. წარმოადგენს იძუს კუნძულების უკიდურეს სამხრეთში მდებარე და ყველაზე იზოლირებულ დასახლებულ კუნძულს.

კუნძულზე გაშენებულია სოფელი აოგაშიმა, რომელიც ტოკიოს მეტროპოლიურ არეალში, ჰატიძიოს პრეფექტურაში შედის. 2009 წლის მონაცემებით, კუნძულზე 205 ადამიანი ცხოვრობდა. მიეკუთვნება ფუძი-ჰაკონე-იძუს ეროვნულ პარკს.

 

 

 

artnews

 

 

 

ფილტრაცია