Background Image

18 იანვარი

BASSIANI: SHDW & Obscure Shape | Ndrx
HOROOM: HVL | GIVI GELASHVILI

SHDW & OBSCURE SHAPE-ს დაბრუნებას BASSIANI-ს მსმენელი დიდი ხანია ელის, რადგან გერმანული დუეტის თბილისური გამოცდილება განსაკუთრებით დასამახსოვრებელია. ატმოსფერული, ხისტი და ენერგიული მუსიკა, რომელსაც ლეიბლის From Another Mind დამფუძნებლები ქმნიან და უკრავენ, მათი წარმატების და აღიარების მთავარი ფაქტორია. სანამ FROM ANOTHER MIND შტუტგარტული პროექტის მშობლიურ ლეიბლად იქცეოდა, ის საკლუბო ღონისძიებათა სერიას წარმოადგენდა, რომლის მიზანიც ადგილობრივი სცენის საინტერესო არტისტებისთვის პლატფორმის დათმობას წარმოადგენდა. მოგვიანებით, MARCO BLÄSI და LUIGI URBAN-მა გადაწყვიტეს, რომ მათი თანამშრომლობა სტუდიურ ფორმატში გაგრელებულოიყო და 2016 წელს ორი ალბომი NACHTBLENDE და WENN DIE MASKEN FALLEN გამოსცეს. წარმატებული დებიუტი მომდევნო წლებშიც საინტერესოდ გაგრძელდა და დღეისთვის ტექნო დუეტის დისკოგრაფიაში 8 წარმატებული ჩანაწერია. სტუდიური ექსპერიმენტები საინტერესოდ ტრანსფორმირდება საკლუბო სივრცეშიც, სადაც SHDW & OBSCURE SHAPE ინტენსიურ, დინამიურ და საოცრად ენერგიულ სეტებს უკრავენ.

მათ ენერგეტიკას საინტერესოდ ეხმაურება NDRX, რომელიც კლუბის გამოცდილი რეზიდენტია. მისი სტილისთვის დამახასიათებელი ეკლექტიზმი და მოულოდნელობა, NDRX-ის არტისტული სახის მთავარი ელემენტებია.

2018 წელს გამოცემული წარმატებული ალბომის, OSTATI-ს და მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო სივრცეებში დაკვრის
გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ HVL თავისი კარიერის საუკეთესო ეტაპზე იმყოფება. შესაბამისად HOROOM-ში მისი მოსმენაც განსაკუთრებით საინტერესოა. გიგი ჯიქია ქართული სცენის ის უმნიშვნელოვანესი არტისტია, რომელიც ადგილობრივი ჟღერადობის საერთაშორისო სივრცეში გავრცელებას წარმატებულად ახერხებს.
HOROOM-ში მასთან ერთად GIVI GELASHVILI ბრუნდება, რომელსაც მსმენელი მრავალფეროვანი და დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით იცნობს.

ონლაინ ბილეთები: www.bassiani.com
I კალათა: 20GEL
II კალათა: 30GEL
კარზე: 30GEL

11 იანვარი

11 იანვარს KHIDI-ში დაუკრავენ ლეიბლ AUFNAHME + WIEDERGABE-ს ოჯახის წევრი, ყველასთვის კარგად ნაცნობი SCHWEFELGELB-ის სულის ჩამდგმელი ორი ბერლინელი დიჯეი და პროდიუსერი ერთობლივი პროექტით SID & EDDY. მათთან ერთად დაუკრავს ბრიტანული ტექნო სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა Luke Standing ტექნო პროექტით BLUE HOUR. არტისტებს მასპიინძლობას ლოკალური ტექნო სცენის პიონერი და კლუბის რეზიდენტი VULKANKI, იგივე აჩი თაბუკაშვილი გაუწევს.
G2-ში დაუკრავენ პროექტ WYLTI-ს ერთ-ერთი წევრი დათუნა დგებუაძე სასცენო სახელით RYDEEN და G2-ის რეზიდენტი პროექტი სოლო გაგუასა და გიორგი კაკოიშვილის შემადგენლობით – DIGITAL GROOVE AFFAIR.

ბილეთები: https://khidi.ge/product/friday-11-jan/
I კალათა: 20 GEL
II კალათა: 30 GEL
III კალათა: 40 GEL
კარზე: 40 GEL

პარასკევი 28 დეკემბერი

ამ წლის განმავლობაში ბევრმა პარასკევის ღამემ ჩაიარა
რომელმაც დაუვიწყარი კვალი დატოვა.
ბოლო 2018 წლის ბოლო პარასკევის გალა აღნიშვნა

Rydeen
https://m.soundcloud.com/rydeenmsc

Nebbieri
https://m.soundcloud.com/nebbieri

DRAMA Bar

ნეიტრალური ინდი ტერიტორია,
თავისი წესებით და ხედვებით,
სიმბიოზი არტის და მუსიკის.
მოსასმენი მუსიკა და სოციალური ფართი.

ბილეთის ფასი: 10 ლარი.
Door Policy

13 იანვარს,

Silk Factory Studio პავილიონში გაიმართება უცნობის კონცერტი.

სპეციალურად ამ საღამოსთვის, ჯადოსნური ატმოსფეროს შესაქმნელად სადღესასწაულოდ მოირთვება პავილიონი.

სტუმრებს გავუმასპინძლდებით ცქრიალა ღვინით..
გათამაშდება უამრავი პრიზი!

შესრულდება ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ჰიტების განახლებული ვერსიები.
სპეციალური სტუმარი: ნატო მეტონიძე.

კონცერტს დაასრულებს: DJ

ბილეთის ფასი: 50 ლარი
www.tkt.ge
ერთად შევხვდეთ ძველით ახალ წელს!

კარი გაიღება: 22:00 საათზე.
დასაწყისი: 23:00 საათი.

მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
599190619 //558254540‬

31 დეკემბერი

Meet New Year at HOME and witness amazing Tbilisi fireworks from our Rooftop ♥

23:00 – 01:00 | 3rd Floor – HOME playlist
01:00 – 04:30 | 3rd Floor – DJ Soul Explosion aka Roman
02:00 – 06:00 | 2nd Floor – Ako Von Unten

დასადგომი ბილთები : GEL 50 (ფასში შედის 1 კოქტეილი
ბილეთი მაგიდასთან –  GEL 100 (ფასში შედის 1 კოქტეილი, ტკბილეული, ეგერმაისტერი)
ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელელია 29 დეკემბრამდე

13 Betlemi street [Old Tbilisi] | 599708079 | sc:https://goo.gl/RB24Pf

28 დეკემბერი

The Cosmos is about the smallest hole that man can hide his head in.

22:00 – PAPUNA
01:00 – TOKE

FACE CONTROL
ბილეთისი ფასი: 15 GEL

2 იანვარს, ბედობის ღამეს, G2-ში დაუკრავენ KHIDI-ს ოჯახის წევრები.

中 YOU GET WHAT YOU DESIRE 中

ბილეთები: https://khidi.ge/product/wednesday-2-jan/
I კალათა: 20 GEL
II კალათა: 25 GEL
III კალათა: 30 GEL
კარზე: 30 GEL

5 იანვარი / შაბათი

Main Room:

Third Soul ( Vodcast Records )
https://soundcloud.com/3rdsoul ]
A.Tabukashvili
https://soundcloud.com/achitabukashvili ]
Autumn Tree [ Leon ]
https://soundcloud.com/autumn-tree ]

Small Room:

Gabunia ( Mzesumzira )
soundcloud.com/gabunia ]
RATI ( Mzesumzira )
https://soundcloud.com/rati-music ]

ბილეთის ფასი: 20 GEL
00:00 საათამდე: 10 GEL

4 იანვარი / პარასკევი

Main Room:

Makam ( Dekmantel, NL )
soundcloud.com/makam ]
Gacha Bakradze( Transfigured Time, Apollo )
soundcloud.com/gacha ]
Ika ( Future Funktion )
https://soundcloud.com/kidik ]

Small Room:

Tomma
https://soundcloud.com/tomma ]
Gio Shengelia
https://soundcloud.com/gioshengelia ]

ბილეთის ფასი: 25 GEL
00:00 საათამდე : 10 GEL

4 იანვარი

BASSIANI: Nihad TuleInlandHenning Baer
HOROOM: Iazikzazubami / zzbm, NINASUPSA, Mercurrio

90-იანი წლებიდან შვედეთის ტექნო სცენა ევროპული საცეკვაო მუსიკის სივრცის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო. CARI LEKEBUSCH, ADAM BEYER, JESPER DAHLBÄCK, JOEL MULL და სცენის სხვა ვეტერანები ცდილობდნენ, რომ თავიანთი თვითმყოფადი, ავტონომიური მუსიკალური გარემო შეექმნათ, სადაც არტისტები საკუთარ შემოქმედებით იდეებს განახორციელებდნენ. ერთ-ერთი ასეთი არტისტი, ვინც ამ სივრცეში საკუთარი თავი იპოვა, NIHAD TULE იყო, რომელიც შვედეთის ტექნო სცენის ახალი თაობის სახეა. RANDOM ISLAND, SKUDGE და DRUMCODE LTD-ზე გამოცემული მუსიკით, TULE-მ მკაფიოდ გამოხატა არტისტული პრიორიტეტები, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მისთვის ეს საკმარისი არ იყო. სწორედ ამიტომ, მან შექმნა ლეიბლი SLOBODA, რომელიც შემოქმედებითი თავისუფლების უფრო მეტი ხარისხით გამოირჩეოდა, ვიდრე ყველა ის პლატფორმა, რომელთანაც TULE ადრე თანამშრომლობდა. 2013 წლიდან არტისტმა SLOBODA-ზე 5 კრებული გამოსცა, სადაც საკუთარი მრავალფეროვანი გემოვნება და არტისტული შესაძლებლობები კიდევ უფრო საინტერესოდ გამოხატა. 2018 წელს NIHAD TULE ძველ პლატფორმაზე RANDOM ISLAND კიდევ ერთხელ დაბრუნდა და 4 კომპოზიციისგან შემდგარი კრებული RINº16 გამოსცა. სტუდიური საქმიანობის მსგავსად, TULE-ს სეტებიც შორს არის სწორხაზოვნებისგან – ის მუდმივად გამოცდას უწყობს საკუთარ თავს და მსმენელს.

INLAND-სთვის 2018 წელი განსაკუთრებული გამოდგა – კონცეპტუალისტ არტისტს JULIAN CHARRIÈRE-თან თანამშრომლობით მან სადებიუტო ალბომი AN INVITATION TO DISAPPEAR გამოსცა. Ostgut Ton-ის შვილობილ ლეიბლ A-TON-ზე გამოსული კრებული, რომელიც CHARRIÈRE-ს 76-წუთიანი ვიდეო ინსტალაციისათვის შექმნილ საუნდტრეკს მოიცავს, ტექნო ორიენტაციის პარალელურად, INLAND-ის ექსპერიმენტულ და ავანგარდულ იდეებსაც აერთიანებს. ემბიენტ, IDM და ტექნო ჟღერადობაზე აქცენტით, AN INVITATION TO DISAPPEAR ბრიტანელი არტისტის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეპტუალური ჩანაწერია. ED DAVENPORT, იგივე INLAND-ის კარიერა კი დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო, როდესაც DAVENPORT-მა პირველი რელიზი საკუთარ ლეიბლზე Counterchange Recordings გამოაქვეყნა. ერთი წლის შემდეგ კი, INFRASTRUCTURE NEW YORK-ზე მისი და ლეგენდარული FUNCTION-ის საერთო კრებულმა იხილა დღის სინათლე. ამის შემდეგ INLAND-ის მიმართ ყურადღება მნიშვნელოვნად გაიზარდა და არტისტსაც იმედები არ გაუცრუებია. მისი დისკოგრაფიის კიდევ ერთი საინტერესო მონაკვეთია კომპოზიცია TSERETELI, რომელიც სწორედ BASSIANI-ზე დაკვრის შემდგომ ემოციას აღწერს.

მუსიკალურ სივრცეში HENNING BAER-ის მოღვაწეობა ღონისძიებათა სერიით GROUNDED THEORY იწყება, რომლის კურატორი და რეზიდენტიც თავად იყო. ეს სერიეული ივენთები ბერლინის საკლუბო სცენაზე შეუმჩენველი არ დარჩენილა, რამაც არტისტისადმი ყურადღებაც მნიშვნელოვნად გაზარდა. ბრიტანული ელექტრონული მუსიკის ტრადიცია და ექსპერიმენტული ჟღერადობა ის მთავარი ფოკუსი იყო, რაც HENNING BAER-ის GROUNDED THEORY-ს საფუძვლად დაედო. შესაბამისად გასაკვირი არც არის, რომ მისი სოლო კარიერაც ამ იდეებს აირეკლავს. 2011 წლიდან მან მუსიკის აქტიურად გამოცემა დაიწყო, რისი კულმინაციაც 2017 წლის ალბომი SHATTERPROOF იყო. ამ ჩანაწერით მუსიკოსმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი მიზანი მხოლოდ საცეკვაო მუსიკის შექმნა კი არა, ღირებული, საინტერესო მუსიკალური ექსპერიმენტებია.

HOROOM-ის ოთახი ამჯერად ზუკა ბაბუნაშვილის პროექტს IAZIKZAZUBAMI უმასპინძლებს, რომელიც ქართველი არტისტის ფართო მუსიკალური სპექტრის ერთ-ერთი საინტერესო გამოვლინებაა. ჰაუს და ეისიდ ჟღერადობაზე აქცენტით, IAZIKZAZUBAMI მსმენელს საცეკვაო მოედნისთვის ადაპტურ და მრავალფეროვან ცოცხალ შესრულებას სთავაზობს.

საინტერესოა ნინა ბოჭორიშვილის მუსიკალური პროექტის, NINASUPSA-ს მოსმენაც, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. ნინას მუსიკალური გემოვნება არასდროს ექცევა რომელიმე კონკრეტული ჟანრის ჩარჩოში, რის გამოც მისი სეტები ყოველთვის დივერსიფიცირებული და სიურპრიზებით აღსავსეა.

ბევრი წარდგენა არ სჭირდება MERCURRIO-ს, რომელიც HOROOM-ის ლოიალური მსმენელის საყვარელი დიჯეია. მუსიკის შერჩევის და მსმენლთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი MERCURRIO-ს ახალი თაობის გამორჩეულ დიჯეიდ აქცევს.

ონლაინ ბილეთები: www.bassiani.com
I კალათა: 20 GEL
II კალათა: 30 GEL
კარზე: 30 GEL

11 იანვარი

BASSIANI: Anthony Linell / Abdulla Rashim, Varg, Zitto
HOROOM: FLØRIST, Kvanchi

ANTHONY LINELL იგივე ABDULLA RASHIM ის იშვიათი არტისტია, რომელსაც ლეიბლ Northern Electronics-თან ერთად BASSIANI-ს ხუთწლიანი ისტორიის ყველა ეტაპზე კლუბის იდენტობის განსაზღვრაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. NORTHERN ELECTRONICS-ის მთავარი პლატფორმაა, სადაც LINELL-ის მუსიკალური პრიორიტეტები ყველაზე კარგად გამოიკვეთა. VARG-თან ერთად დაარსებული ლეიბლი ტექნოს და ექსპერიმენტული ელექტრონული ჟღერადობის გადაკვეთის წერტილებზე ორიენტირდება და ეს ზუსტად ის სივრცეა, სადაც შვედი არტისტი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. “ლეიბლთან ერთად ჩემი მიზანი იყო შემექმნა პლატფორმა, რომელიც ჩემს და ჩემს ირგვლივ არსებულ შემოქმედებით გარემოს ასახავდა. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, იმ ადამიანების, კონცეპტუალური იდეების და ცნობიერების ნაკადის დამსახურებაა, რომლითაც მე გარშემორტყმული ვარ – სწორედ აქედან ვიღებ ენერგიას და შთაგონებას. “ – ANTHONY LINELL-მა საკუთარი იდენტობის შესანიღბად პროექტი ABDULLA RASHIM და ლეიბლი A.R.R შექმნა, თუმცა წლების შემდეგ გააცნობიერა, რომ ბევრად მეტი მუსიკალური მიზნის მიღწევა სურდა. ACRONYM, KORRIDOR, DORISBURG, THE EMPIRE LINE და სხვა საინტერესო მუსიკოსების დამსახურებით NORTHERN ELECTRONICS ელექტრონული მუსიკის მოწინავე პლატფორმად იქცა, რომელიც წლების განმავლობაში BASSIANI-ს ხშირი სტუმარიც გახდა.

VARG არა მხოლოდ NORTHERN ELECTRONICS, არამედ მთლიანად ელექტრონული მუსიკის სივრცისთვის საკვანძო პროდიუსერია. მისი შემოქმედებითი მრავალფეროვნება და პროდუქტიულობა, რომელიც უამრავ საინტერესო პროექტსა თუ ჩანაწერში გამოიხატება, მთავარი მიზეზია, რის გამოც VARG-ისგან ყოველწლიურად რაღაც მნიშვნელოვანს ველით. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე მას დაახლოებით 25 ჩანაწერი აქვს გამოცემული, მათ შორის ისეთ ლეიბლებზეც, როგორებიცაა Field Records, Opal Tapes, Semantica Records, posh isolation. მშობლიურ პლატფორმა გამოცემულ კრებულებს შორის აღსანიშნავია კასეტაზე ჩაწერილი ალბომი “ჟინვალი”, რომელიც საქართველოში მიღებული კულტურული გამოცდილებით არის შთაგონებული. მისი დისკოგრაფიისთვის დამახასიათებელია ექსპერიმენტული და ხისტი მიდგომა, რომელიც როგორც ემბიენტ ტექნო ჩანაწერებში, ასევე უფრო მეტად საცეკვაო ორიენტაციის კომპოზიციებშიც ნათლად იკითხება.

საკლუბო ღამეს გახსნის ადგილობრივი ტექნო სცენის წამყვანი არტისტი ZITTO, რომლის მოსმენაც წელს ADE, CONCRETE, DRUGSTORE BEOGRAD , პეკინის LANTERN CLUB-სა და სხვა საინტერესო შემოქმედებით სივრცეებში შეიძლებოდა. მუსიკისადმი უკომპრომისო მიდგომა და დაკვრის გამორჩეული სტილი ZITTO-ს სცენის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცევს.

HOROOM-ის ოთახი ვანკუვერის მუსიკალური სცენის წარმომადგენელ FLØRIST-ს მასპინძლობს, რომელიც მუსიკას აქტიურად 2015 წლიდან გამოსცემს. მის დისკოგრაფიაში ადვილი შესამჩნევია აქცენტი ჰაუსის ღრმა და მელოდიურ ასპექტებზე, რაც კანადელი არტისტის დიჯეი სეტებსაც მკვეთრად ახასიათებს.

საცეკვაო მოედანზე მისი კომპანიონი კლუბის რეზიდენტი თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI იქნება. BASSIANI-ს ბაზაზე დაფუძნებული ლეიბლის, BASSIANI RECORDS-ის კურატორს და თბილისის სცენის გამორჩეული სელექტორს HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვის. შესაბამისად, მშობლიურ HOROOM-ში მისი დაბრუნება ყოველთვის საინტერესოა.

ონლაინ ბილეთები: www.bassiani.com
I კალათა: 20GEL
II კალათა: 30GEL
კარზე: 30GEL

28 დეკემბერი

Wait, you don’t understand. If you don’t play, there’s no music. If there’s no music, they don’t dance. If they don’t dance, they don’t kiss and fall in love and I’m history.

MICROBAX b2b OCD

X