ინტერნეტ გამოცემა MyRest.Ge  მედია-სივრცეს 2015 წლის იანვარში  შეუერთდა.

 

გამოცემის ძირითადი მიმართულება კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, სუპერმარკეტები და კვების სფეროში მომუშავე კომპანიებია.

 

MyRest.Ge  ცნობილი უცხოური პლატფორმის, Tripadvisor - ის ქართული ანალოგია. საიტზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ვარსკვლავების საშუალებით შეაფასოს საუსრველი კვების ობიექტი, გაეცნოს რესტორნების უნიკალურ ბაზას და კომენტარის სახით დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია სხვადასხვა დაწესებულების მიმართ.

 

უცხოური პლატფორმის ანალოგის გარდა, MyRest.Ge  არის საიტი, რომელიც ყოველდღიურად აწვდის მომხმარებელს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად რომელი კვების ობიექტი გაიხსნა, რა სიახლეა სხვადასხვა რესტორნის მენიუში, როგორ მუშაობს უკვე არსებული კომპანია და ა.შ

 

დასვენება, კურორტები, სასტუმროები და მოგზაურობა - ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც MyRest.Ge  სხვა დანარჩენ მიმართულებებთან ერთად მოიცავს.

 

საიტის კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც MyRest.Ge  - ზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ღვინო და ალკოჰოლური სასმელებია. გამოცემის ეს მიმართულება მოიცავს სხვადასხვა ალკოჰოლური სასმლის შექმნის ისტორიას, ახალი ქართული ღვინის კომპანიები, სხვადასხვა კომპანიის პროდუქტები, ფასები და  უცხოეთის ბაზრებზე მათი რეიტინგი.

 

სიახლე, დასვენება და გართობა - MyRest.Ge  ყველაფერი ერთ სივრცეში

ფილტრაცია