ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> სერიალ "სამეფო კარის თამაშების" ბრენდირებული ღვინო საახალწლოდ გაიყიდება
სერიალ "სამეფო კარის თამაშების" ბრენდირებული ღვინო საახალწლოდ გაიყიდება

ცნობილი ამერიკული სერიალი "სამეფო კარის თამაშები" მთელს მსოფლიოში პოპულარულია. სერიალის პოპულარობამ მისი შემქმნელები სხვადასხვა ბიზნეს-პროექტზე, მათ შორის, ღვინის წარმოებაზეც დააფიქრა.

ვინც "სამეფო კარის თამაშების" ერთგული მაყურებელია, კარგად იცის, რომ სერიალის მთელს რიგ ეპიზოდებში გმირები სხვადასხვა სახის ღვინოს მიირთმევენ და რამდენიმე ეპიზოდში ღვინოზეც კი საუბრობენ. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ აღნიშნული სერიალის შექმნელმა და ავტორმა კომპანია HBO-მ, კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ კალიფორნიულ ღვინის მწარმოებელ დიდ კომპანიასთან, რომელიც "სამეფო კარის თამაშების" ბრენდირებული ღვინოს უკვე წელსვე, საახალწლოდ გამოუშვებს.

ღვინო სამი სახის იქნება და მისი ფასი 20-დან 39 დოლარამდე იმერყევებს. ღვინის ავტორები ირწმუნებიან, რომ სასმელის ხარისხი მაღალი იქნება და ღვინის ყველაზე პრეტენზულ მომხმარებლებსაც კი დააკმაყოფილებს. 

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი