ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ღვინო, ვისკი და არაყი - მცირე ინსტრუქციები ამ ალკოჰოლური სასმელების სწორად დასაგემოვნებლად
ღვინო, ვისკი და არაყი - მცირე ინსტრუქციები ამ ალკოჰოლური სასმელების სწორად დასაგემოვნებლად

არაყი რაც უფრო ცივია, მით უფრო სასიამოვნო დასალევია. აუცილებელია, მისი ჭიქიდან ერთი დიდი ყლუპით მოსმა.

კონიაკის ბოკალი თავდაპირველად ხელში უნდა შეათბოთ, რათა მისი გემო და არომატი უფრო მეტად გაიხსნას და ამის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.

ღვინის ერთხელ მოსმის შემდეგ, მსუბუქად შეაქანეთ ჭიქა და უსუნეთ, რათა შეიგრძნოთ ღვინის შეუდარებელი არომატი.
ღვინო მცირე ყლუპებით უნდა მოსვათ და ძალიან ნელა გადაყლაპოთ, რათა შეიგრძნოთ მისი გემოს იდეალურობა.
ღვინის ბოკალი აუცილებლად მისი ფეხით უნდა დაიჭიროთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოკიდოთ ხელი მის მუცელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭიქაში არსებული სითხე გათბება და არომატსა და გემოს  დაკარგავს.

ვისკი  არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააგრილოთ ხელოვნური გზით, იგი ოთახის ტემპერატურაზე უნდა იყოს შეგრილებული და უნდა მიირთვათ არც თუ ისე დიდი ყლუპებით.



Allwine


 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი