ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> როდის და რატომ განისაზღვრა ღვინის ბოთლების მოცულობა
როდის და რატომ განისაზღვრა ღვინის ბოთლების მოცულობა

ალბათ ბევრმა არ იცის, თუ რატომ არის ღვინის ბოთლების აბსოლუტური უმრავლესობა 750 მილიგრამიანი. შეიძლება ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევაც გვეგონოს, მაგრამ ბოთლის ამ მოცულობის დადგენა კონკრეტულ რეალურ მიზეზებს უკავშირდება და მათგან უნდა გამოვყოთ ყველაზე საინტერესო 4 ვერსია.

1. არსებობს  მოსაზრება, რომ ჯერ კიდევ ძველ რომში ექიმებმა დაადგინეს ადამიანისათვის მისაღები და ორგანიზმისთვის ასატანი ღვინის რაოდენობა და სწორედ მაშინ განისაზღვრა საღვინე ჭურჭელის 750 მილიგრამიანი მოცულობა. მართალია, ძველ რომში ჯერ მინის წარმოება  არ იყო სათანადოდ შესწავლილი და განვითარებული, მაგრამ  საგულისხმოა, რომ აღმოჩენილია  ძველი რომაული თიხის საღვინე ჭურჭელი, რომელიც სწორედ ამ მოცულობისაა.

2. მედიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ღვინის ბოთლის 750 მილიგრამიანი მოცულობა ძველ დროში მხოლოდ იმის გამო გადაწყდა, რომ უძველესმა ბერძენმა დასტაქრებმა გაზომეს ადამიანის ფილტვებში არსებული ჰაერის მასა  და სწორედ ამიტომაც  დადგინდა ადამიანის მიერ ღვინის სმის მოცულობითი ზღვარი. ამ ვერსიას ნაკლი ის აქვს, რომ ფილტვში ჰაერის  რაოდენობა ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალურია.

3. ღვინის ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ღვინის ბოთლის ზომა ინგლისსა და საფრანგეთს  შორის პირველად გაჩაღებული ღვინით ვაჭრობის დროს განისაზღვრა. ბრიტანელებს მაშინდელი უცნაური კანონმდებლობით თითოეულ გემზე მხოლოდ 900 ლიტრი ფრაგული ღვინის, ანუ 1200 ღვინის ბოთლის ატანა შეეძლოთ და თუკი მარტივ არითმეტიკას მოვიშველიებთ, 1200 ბოთლი ზუსტად 900 ლიტრის მოცულობისაა. 

4.  ამ ვერსიის მიხედვით, 1 კილოგრამი ყურძნისგან ზუსტად  0, 75 მლ ღვინო მზადდება და, შესაბამისად, სწორედ აქედან  განისაზღვრება  ღვინის ბოთლის ზომა. თუმცა, სასურველია  ვიცოდეთ, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა და ყველაფერი დამოკიდებულია ყურნის ჯიშსა  და ე.წ. სხეულიანობაზე. მაგალითად, 1 კილოგრამი რქაწითელისგან და 1 კილოგრამი ოცხანური საფერესგან იდენტური რაოდენობის ღვინო არასოდეს დადგება.

 

allwines

 

 

 

 

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი