ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> რატომ უნდა ჰქონდეს ღვინის ჭიქას დიდი მუცელი და მაღალი ფეხი
რატომ უნდა ჰქონდეს ღვინის ჭიქას დიდი მუცელი და მაღალი ფეხი

ღვინის დაგემოვნება, ანუ ღვინის დეგუსტაცია, პირველ ყოვლისა, ადამიანის გრძნობათა ორგანოების საშუალებით, ღვინის შესახებ ინფორმაციის მიღებას გულისხმობს: მხედველობით, ყნოსვით და გემოთი.

როგორც ღვინის სპეციალისტები ირწმუნებიან, ვერცერთი ქიმიური ანალიზი ვერ მოგაწვდით საკმარის ინფორმაციას, ღვინის ხარისხის განსასჯელად. ორი, ქიმიური შემადგენლობით აბსოლუტურად იდენტური ღვინო შეიძლება სრულიად სხვადასხვა გემური თვისებების მატარებელი იყოს.  ადამიანი დაგემოვნებით აფასებს და აღიქვამს ღვინის ხარისხს. 

მიუხედავად იმისა, ღვინოს სიამოვნებისთვის მიირთმევთ მეგობრების წრეში, თუ პროფესიულ „ბრმა" დეგუსტაციას ესწრებით, არსებობს რამდენიმე მხედველობაში მისაღები გარემოება. მათ შორისაა ღვინის ტემპერატურა.

თუ ღვინით გამასპინძლებისას არ დავიცავთ ტემპერატურულ ბალანსს, ეს უარყოფითად იმოქმედებს ღვინის გემოსა და სურნელზე. საზოგადოდ ცნობილია, რომ თეთრი ღვინისთვის ხელსაყრელია უფრო დაბალი ტემპერატურა და წითელისთვის უფრო მაღალი. ზოგადად, უმჯობესია, ღვინო შედარებით გრილად მივიტნოთ სუფრასთან, რადგან ჭიქაში ის თავად შეთბება. 

 სასურველია ვიცოდეთ, რომ ღვინის ჭიქას (ფუჟერს)  უნდა ჰქონდეს მაღალი ფეხი და ტიტის ფორმის მუცელი.  რადგანაც წითელ ღვინოს მეტი ფართი სჭირდება ჰაერთან რეაქციისთვისა და ბუკეტის ჩამოყალიბებისთვის, მისთვის უფრო დიდმუცლიანი ბოკალი გამოიყენება. თეთრი ღვინო მიაქვთ ცივად და ბოკალსაც მომცრო მუცელი აქვს, რათა სიგრილე დიდხანს გაჰყვეს სასმელს. 

 ღვინის დასხმის დროს ბოკალი დამრეცად უნდა გეკავოთ  ბოთლთან მიმართებაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ღვინო ჯამში კედლებზე უშუალო შეხებით ხვდება. ღვინით ივსება ბოკალის მოცულობის მესამედი. 

allwines

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი