ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ქართულმა ღვინომ საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში PRODEXPO ოქროს მედალი მოიპოვა
ქართულმა ღვინომ საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში PRODEXPO ოქროს მედალი მოიპოვა

საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვის PRODEXPO-ს ფარგლებში ალკოჰოლური სასმელების XIX სადეგუსტაციო კონკურსი ჩატარდა, რომელშიც 100-მდე ქვეყნის ალკოჰოლური დარგის ლიდერი კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსზე წარმოდგენილი იყო "შატო სვანიძის" პროდუქცია. სადეგუსტაციო კონკურსზე "შატო სვანიძის" ღვინომ PRODEXPO-ს ვარსკვლავი - გრან-პრი და ოქროს მედალი მოიპოვა. 



"აღნიშნული გამარჯვება, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების სფეროში" - განაცხადა "შატო სვენიძის" დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ. 



მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში კომპანია რამდენიმე ახალ ბრენდს შემოგვთავაზებს, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე საქესპორტო ბაზარზე.

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი